უმრავლესობის დეპუტატმა ზურაბ ტყემალაძემ მინისტრების ხელფასზე IDFI-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის შეფასებისას განაცხადა, რომ მინისტრების ხელფასები არის სწორი და ადეკვატური.
მისი თქმით, მაღალი თანამდებობის პირს შესაბამისი ანაზღაურება უნდა ჰქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარი თავის რეალიზებას საზღვარგარეთ მოახდენს.
90-იან წლებში მინისტრების ხელფასი 120-დან 180 ლარამდე მერყეობდა, მაშინ როდესაც იყო კორუფციის პერიოდი. თუ გინდათ, რომ კარგი სპეციალისტი იყოს, მინისტრი იქნება ეს, რიგითი ინჟინერი თუ რიგითი ჩინოვნიკი, შესაბამისი ანაზღაურება უნდა ჰქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი სახელმწიფო სამსახურში არ იმუშავებს და წავა კერძო სექტორში, საკუთარი თავის რეალიზებას საზღვარგარეთ მოახდენს. ჩვენ ბევრი კარგი კადრი დავკარგეთ. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ მაღალი თანამდებობის პირს უნდა ჰქონდეს მაღალი ანაზღაურება. მიმაჩნია, რომ მინისტრების ხელფასები არის სწორი და ადეკვატური.“ - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.
ნოე რამიშვილი
მასალის გამოყენების პირობები






