უკრაინა საერთაშორისო თანამეგობრობას: "არ დაუშვათ ცხინვალის და აფხაზეთის ანექსია"
პოლიტიკა - 14:36, 26 Feb, 2015     2462

უკრაინა მტკიცედ გმობს რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის „სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ ე.წ. შეთანხმების ხელმოწერას და თვლის, რომ ეს არის ევროპის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ძალადობრივი შეცვლის მორიგი მცდელობა.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დარღვევა, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ანექსია და უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე აგრესია უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს, ძირს უთხრის სტაბილურობას აღმოსავლეთ ევროპისა და შავი ზღვის რეგიონებში, წარმოადგენს საფრთხეს სრულიად ევროპისათვის და იწვევს ათასობით ადამიანის დაღუპვას.

უკრაინა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეწყვიტოს საერთაშორისო ურთიერთობებში რევიზიონიზმის მიზანმიმართული პრაქტიკა, უკანონო ფსევდო წარმონაქმნების პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერა და დაუბრუნდეს გაერო-ს წესდების, ჰელსინკის შემაჯამებელი აქტის, ახალი ევროპისთვის პარიზის ქარტიის მკაფიო შესრულებას.

უკრაინა ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრების ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის პატივისცემას და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს არ დაუშვას ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის (საქართველო) ანექსია რუსეთის მიერ“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტოს განცხადებაში.


ნინი კაციტაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42