ახალი ხელმძღვანელები თავდაცვის სამონისტროს გენშტაბში
პოლიტიკა - 14:05, 26 Feb, 2015     1511

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ პირად შემადგენლობას ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა.

თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლის პოზიციაზე პოლკოვნიკმა მამუკა ცხვედიანმა პოლკოვნიკი გიორგი კერესელიძე შეცვალა. J-5/9 სტრატეგიული დაგეგმვის, სამხედრო პოლიტიკისა და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე პოლკოვნიკი მამუკა შიუკაშვილი დაინიშნა. ორივე მათგანს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
ახალ ხელმძღვანელებს სიტყვით გენერალური შტაბის უფროსმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ კახა ოქროჯანაშვილმა მიმართეს. მათ პოლკოვნიკებს წარმატება უსურვეს და მხარდაჭერა აღუთქვეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ცვლილებები როტაციის წესით განხორციელდა. ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობისა და J-5/9 დეპარტამენტის ხელმძღვანელები სპეციალური შერჩევის საბჭოს მიერ შეირჩნენ. პოლკოვნიკი მამუკა ცხვედიანი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1995 წლიდან მსახურობს. დღემდე ის J-4/8 ლოგისტიკისა და რესურსების დაგეგმვის დეპარტამენტში ერთ-ერთი სამმართველოს უფროსად მუშაობდა. 2007-2009 წლებში კი J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა.

პოლკოვნიკი მამუკა შიუკაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1993 წლიდან ირიცხება. 2013-2014 წლებში ის ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ქართული კონტინგენტის უფროსი სამხედრო წარმომადგენელი იყო. პოლკოვნიკი შიუკაშვილი დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯსაც მეთაურობდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42