რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ზურაბ აბაშიძესთან რუსეთ-საქართველოსთან დამაკავშირებელი რკინიგზის შესახებ საუბარსაც გეგმავს.
როგორც კარასინი ამბობს, პრაღის დღევანდელ შეხვედრაზე მოლაპარაკება ძირითადად მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში აღებულ ვალდებულებას და შვეიცარიული კომპანიის მუშაობის დეტალებს შეეხება.
"მე და ზურა აბაშიძე სამ თვეზე მეტია არ შევხვედრივართ, ამ პერიოდში ბევრი მოვლენა მოხდა საერთაშორისო არენაზე, მსოფლიო არ გამხდარა უფრო მშვიდი, ჩვენ ვაგრძელებთ დიალოგს იმის იმედით, რომ ეს არის საუკეთესო ალტერნატივა, თემები ძალიან ბევრია, პირველ რიგში დღეს უნდა განვიხილოთ ბევრი პრობლემა რაც ეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებას, არ შევეხებით რეგიონულ პრობლემებს, ფოკუსირებას მოვახდენთ პრაქტიკულ თემებზე, რაც შეეხება რკინიგზის საკითხს, ჩვენ ამას დეტალურად არ განვიხილავთ, მაგრამ პრინციპში შევეხებით, შემიძლია გითხრათ, რომ ამ საკითხის განხილვა აფხაზეთის ხელისუფლების გარეშე შეუძლებია“- განაცხადა კარასინმა.
შეგახსენებთ, ოთხთვიანი პაუზის შემდეგ აბაშიძე-კარასინის შეხვედრა დღეს გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები






