იუსტიციის სამინისტროში პრემიებთან დაკავშირებით IDFI-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურებიან და განმარტავენ, რომ მინისტრს, თეა წულუკიანს პრემია ორჯერ აქვს აღებული.
„ევროპული ინტერგაციის გზაზე გაწეული სამუშაოსთვის პრემიერ-მინისტრმა თეა წულუკიანზე ორჯერ გასცა პრემია 5000 ათასი ლარის ოდენობით. ეს იყო ივნისის და ივლისის თვეში. მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს რიგითი თანამშრომლები გაწეული სამუშაოს მიხედვოთ პრემიებს იღებდნენ მკაცრად დადგენილი წესით, რომელიც განსაზღვრა მთავრობამ",- განაცხადა იუსტიციის მინისტრის მრჩეველმა ნიკა ახალბედაშვილმა.
"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" მინისტრების და მათი მოადგილების 2014 წლის შრომითი ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, საქართველოს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს 2014 წელს სამუშაოს შესრულებით მიღებული აქვს 87 500 ლარი (ხელზე 70 000 ლარი).
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






