ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის დავით კირკიტაძის მამა ფინანსურ პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება. საგამოძიებო უწყებაში ალექსანდრე კირკიტაძე ადვოკატთან ერთად გამოცხადდა.
როგორც ალექსანდრე კირკიტაძემ განაცხადა, საგამოძიებო უწყებაში მასთან შეკითხვები აქვთ 2007 წელს ზუგდიდი-სენაკის სპორტკომპლექსების სამუშაოებთან დაკავშირებით.
თავად ალექსანდრე კირკიტაძე მის დაბარებას საგამოძიებო უწყებაში მისი შვილის მიმართ საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირებს.
ალექსანდრე კირკიტაძის ადვოკატი განმარტავს, რომ მათთვის სხვა დეტალები ზუგდიდი-სენაკის საქმის გარდა უცნობია და იმედოვნებს, რომ დაკითხვის პროცესში ყველაფერი გაირკვევა.
„ბატონი ალექსანდე ხელმეორედ არის დაბარებული მოწმის სახით დაკითხვაზე. როგორც თქვენთვის არის ცნობილი საქმე შეეხება ზუგდიდში და სენაკში კონკრეტული სპორტული კომპლექსების შენებლობის თემატიკას. ამის გარდა ჩვენთვის სხვა დეტალები ცნობილი არ არის და აალბათ გაირკვევა რატომ გახდა ეს საქმე აქტუალური.“- განაცხადა კირკიტაძის ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა.
შეგახსენებთ, დავით კირკიტაძეს რამდენიმე დღის წინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბრალი დაუსწრებლად წაუყენა.
ნოე რამიშვილი
მასალის გამოყენების პირობები






