ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმმადგენლის განცხადებას ეხმაურება.
როგორც დე-ფაქტო საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სამხრეთ ოსეთის სტატუსი, მისმა ხალხმა განსაზღვა და ის განხილვას არ ექვემდებარება.
"საკმარისი დრო გავიდა იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაიაზროს, რომ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის შესახებ კითხვები არ არსებობს. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სტატუსი მისი ხალხის მიერ განსაზღვრულია და ის განხილვას არ ექვემდებარება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ზურაბ აბაშიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ საქართველო, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დიალოგის ახალ შესაძლებლობებს განიხილავს და მოხარული იქნება, თუკი რუსეთი მათთან პირდაპირ კონტაქტს შეუწყობს ხელს.
მასალის გამოყენების პირობები






