პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიუხედავად პარლამენტის რიგგარეშე სხდომის არ მოწვევასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება დღეს კანონმდებლებმა უნდა მიიღონ.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" ხელმძღვანელმა, ვახუშტი მენაბდებ განაცხადა, რომ პარლამენტი ავტომატურად პრეზიდენტის პოზიციის მიუხედავად შეიკრიბება პრეზიდენტისთვის წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათში.
„თუ მარგველაშვილი არ გამოსცემს შესაბამის აქტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით, ამ შემთხვევაში, პარლამენტი ავტომატურად, მაინც შეიკრიბება, პრეზიდენტისთვის წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათში.“ - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.
შეგახსენებთ, რომ რიგგარეშე სხდომის მოწვევის აქტი წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში გამოიცემა. ეს ვადა კი დღეს 5 საათე იწურება. იმ შემთხვევაში, თუ პრეზინდეტმა გადაწყვეტილება არ შეიცვალა, პარლამენტი მომდევნო 48 საათის განმავლობაში შეიკრიბება. რიგგარეშე სესიის ჩანიშვნა ბიუროს ევალება.
ნოე რამიშვილი
მასალის გამოყენების პირობები






