საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ ტყემალაძემ პრეზიდენტის გადაწყვეტილება, არ მოიწვიოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, მოიწონა.
მისი თქმით, პრეზიდენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
ტყემალაძემ განაცხადა, რომ მთავრობას, დღეს სხდომაზე მოსვლის ნაცვლად, უნდა მიეცეს საშუალება, რომ გარკვეული ღონისძიებები გაატაროს.
"პრეზიდენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო ამასთან დაკავშირებით. ამაზე ადრეც ვსაუბრობდით და დავაფიქსირეთ, რომ მთავრობას დღეს სხდომებზე მისვლის ნაცვლად, უნდა მივცეთ საშუალება რომ გარკვეული ღონისძიებები ჩაატარონ, თუმცა მინდა გითხრათ რომ კონსტიტუციური ვალდებულებაა, რომ პარლამენტი შეიკრიბოს 48 საათში." - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.
ლარის კურსთან დაკავშირებით რიგგარეშე სესიის მოწვევის თხოვნით პრეზიდენტს, რომელიც, კონსტიტუციის თანახმად, რიგგარეშე სესიას ნიშნავს, საპარლამენტო ოპოზიციან მიმართა. პრეზიდენტს წერილობითი თხოვნა "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "თავისუფალმა დემოკრატებმა" გაუგზავნეს.
ნოე რამიშვილი
მასალის გამოყენების პირობები






