"2014 წელს მინისტრებზე მეტი შემოსავალი მათ მოადგილეებს ჰქონდათ"
პოლიტიკა - 21:40, 25 Feb, 2015     1065

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" მინისტრების და მათი მოადგილების 2014 წლის შრომითი ანაზღაურების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

„2014 წელს სხვადასხვა სამინისტროში პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის განსხვავებული პრაქტიკა შეინიშნება. მაგალითად, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ხუციშვილის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ 2014 წელს მისი სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი შეადგენს 139 393 ლარს, საიდანაც თანამდებობრივი სარგო შეადგენს მხოლოდ 32 640 ლარს. ენერგეტიკის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მინისტრის თითოეულ მოადგილეს სამუშაოს შესრულებით მიღებული აქვს დაახლოებით 102 000 ლარი, ხოლო იუსტიციის მინისტრის მოადგილეებს თითოეულს - 92 000 ლარი.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის N449 დადგენილებით, დამტკიცდა საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი, რომლის მიხედვითაც დარეგულირდა მთავრობის მმართველობის სფეროში შემავალ უწყებებში დასაქმებულ პირებზე პრემიის გაცემის პერიოდულობა და მაქსიმალური ზღვარი.

სამწუხაროდ, აღნიშნული დადგენილება ითვალისწინებს მხოლოდ საჯარო მოსამსახურეთა პრემიებით წახალისების სისტემის დარეგულირებას და არაფერია ნახსენები სახელფასო დანამატების შესახებ. შესაბამისად, მთელ რიგ საჯარო დაწესებულებებში აღნიშნული დადგენილების გამოცემის შემდგომ პრემიები ჩანაცვლდა სახელფასო დანამატებით და შრომის ანაზღაურების სისტემა კვლავ დასარეგულირებელი დარჩა.

მაგალითად, ენერგეტიკის მინისტრის თითოეულ მოადგილეზე მთავრობის N449 დადგენილების მიღებამდე ყოველთვიურად გაიცემოდა 5 500 ლარის ოდენობის პრემია. ვინაიდან აღნიშნული დადგენილებით დაწესდა შეზღუდვები პრემიების გაცემის პერიოდულობასა და ოდენობაზე, ენერგეტიკის სამინისტროში ყოველთვიური პრემიები ჩანაცვლდა იგივე ოდენობის სახელფასო დანამატებით.

საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მოწმობს ის ფაქტიც, რომ 2014 წელს მთელ რიგ სამინისტროებში მინისტრზე მაღალი შემოსავლები აქვთ მიღებული მათ მოადგილეებს ან სხვა თანამდებობის პირებს. მაგალითად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის შრომის ანაზღაურებამ 2014 წელს შეადგინა 81 559 ლარი, მაშინ როდესაც მისი მოადგილის დავით ხუციშვილის შრომის ანაზღაურებამ შეადგინა - 139 393 ლარი, ხოლო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის დავით ცინარიძის შემოსავალი კი 2014 წლის განმავლობაში 105 920 ლარს გაუტოლდა. მინისტრის შრომის ანაზღაურებაზე გაცილებით დიდი თანხა 2013 წელს მიღებული აქვს აგრეთვე შსს მინისტრის მოადგილეს ლევან იზორიას - 145 368 ლარი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მსგავსად 2014 წელს მინისტრზე მაღალი შრომის ანაზღაურება მინისტრის მოადგილეებმა მიიღეს აგრეთვე ენერგეტიკისა და იუსტიციის სამინისტროში“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42