საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა, ბრიუსელში, ნატო-საქართელოს ერთობლივი კომისიის სხდომის დასრუელბის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველომ მიიღო მკაფიო მხარდაჭერა ნატოს წევრი ქვეყნებისგან.
მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა გაგრძელდება ყველა ის დასახული ამოცანა , რომელიც ნატოს და საქართველოს აქვს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგში.
"ჩვენ მივიღეთ მკაფიო მხარდაჭერა ნატოს წევრი ქვეყნებიდან, რომ უპირველეს ყოვლისა გაგრძელდება ყველა ის დასახული ამოცანა , რომელიც ნატოს და საქართველოს აქვს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგში. ეს არის დროული და ეფექტიანი ამოქმედება ნატო საქართველოს თვისობრივად ახალი პაკეტის. ეს არის ის ტრადიციული მხარდაჭერა, რასაც წევრი ქვეყნები გვიწევენ რეფორმების განხორციელების მიმართულებით და რასაკვირველია ეს არის მხარდაჭერა საქართევლოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის". -განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
ნოე რამიშვილი
მასალის გამოყენების პირობები






