,,არ მესმის რატომ არ უხსნის არავინ ამ ხალხს, რაც აბაშიძემ თქვა ეს არის მავნებლური იდეა. ეს არის დიდი პრობლემა ქვეყნისთვის ყოველგვარი გაზვიადების გარეშე. მან გაჟღერა ძალიან ცუდი იდეა, რომელმაც უკვე მიაყენა და მომავალშიც დიდი ზიანს მიაყენებს საქართველოს. უნდა ავუხსნათ ხალხს რაზეა საუბარი. ბოლო წლების განმავლობაში, ომის მერე მუდმივად ვამბობთ, რომ ჩვენ ომი გვქონდა არა აფხაზებთან და ოსებთან, არამედ რუსეთის ფედერაციასთან, ჩვენ ტერიტორიები წაგვართვა არა აფხაზმა და ოსმა, არამედ რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სახით. ომი რომელიც ჯერ კიდევ 90-იან ლწებში ცხინვალიდან დაიწყო, შემდეგ მოჰყვა ამას აფხაზეთი, როცა 2008 წელს რუსეთი ღია ომზე გადმოვიდა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გასაყოფი არაფერი გვაქვს აფხაზებთან და ოსებთან, არამედ აქ დგას საკითხი რუსეთ-საქართველოს ომის. ამიტომ ვამბობთ, რომ გაეთრიოს რუსეთი ამ ტერიტორიიდან და ჩვენ მოვძებნით საერთო ენას აფხაზებთანაც და ოსებთანაც, იმ ფონზე, როცა რუსეთმა დეიურე ანექსია გააფორმა აფხაზეთთან და ეხლა აფორმებს ამ დღეებში ცხონვალთან, აბაშიძე ამბობს, რომ ჩვენ უნდა ველაპარაკოთ აფხაზებს და ოსებს და მათთან დავალაგოთ. რუსეთი მთელი ამ წლების განმავლობაში ცდილობს, თავი წარმოაჩინოს ისე, თითქოს ის არაფერ შუაშია და იქ არის პრობლემა ქართელებსა და აფხაზებს და ოსებს შორის. მაშინ, როცა საქართველოს პოზიცია რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, არის მთელი მსოფლიოს მიმერ აღიარებული, თუ ჩვენ დავიწყეთ პირდაპირი მოლაპარაკებები აფხაზებთან და ოსებთან, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი არის არა აგრესორი, არამედ მშვიდობისმყოფელი. მაშინ რუსეთს ეძლევა შანსი, დაიწყოს საუბარი გაროს წესდებაზე, სადაც არის საუბარი ერების თვითგამორკვევაზე და აფხაზებს და ოსებს ამ საკითხის დაყენების შანსი მისცეს“ - აცხადებს შაშკინი.
ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ დიპლომატიაში გაუაზრებლად ნათქვამმა სიტყვამ შესაძლოა მძიმე შედეგი გამოიღოს, ისევე როგორ გაუაზრებელმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ მიიყვანა საქართველო ეკონომიკურ კრიზისამდე.
,,აბაშიძის მიერ უაზროდ გასროლილმა სიტყვებმა ეს მატარებელი მიიყვანა ამ მდგომარეობამდე, ამ პუქტამდე. ამას ცდილობს რუსეთი... ისე როგორც ეკონომიკაში მცდარი ქმედება რამდენიმე წელში უკან სახიფათოდ გიბრუნდება, ასევეა დიპლომატიაში, რომ უაზროდ გასროლილმა სიტყვებმა, როცა არ გესმის კონცეპტუალურად რას აკეთებ, შეიძლება მძიმე შედეგები მოგიტანოს. რუსეთი ყველფერს აკეთებს, რომ აქედან გამოვიდეს, როგორც მხარე და ჩვენ, ჟარგონი რომ გამოვიყენო, ,,შეგვტენოს“ ეს ყველაფერი აფხაზებთან და ოსებთან მოლაპარაკებაში. დღეს ბავშვიც რომ გააჩერო, ისიც კი გეტყვის, რომ აფხაზები და ოსები ვერაფერს წყვეტენ და იქ წყვეტს მხოლოდ რუსეთი. აბაშიძეს ჩვენი მოსახლეობა ნუთუ ასეთი სულელი ჰქონია, ვინ დაიჯერებს, რომ რუსეთის მიღმა წყვეტენ აფხაზები და ოსები რამეს? ცხინვალის რეიგონში მოსახლეობა უფრო ნაკლებია, ვიდრე რუსის ჯარი, ვის უნდა ველაპარაკოთ?“ - აღნიშნავს შაშკინი.
მისივე თქმით, არ აქვს მნიშვნელობა იმაზე ხაზგასმას, ვის პოზიციას აფიქსირებს აბაშიძე -საკუთარს, თუ მთავრობის. როგორც შაშკინი ამბობს, ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყანა დგება პრობლემის წინაშე
,,მე არ მაინტერესებს აბაშიძე ვის ახმოვანებს, ის არის მთავრობის წარმომადგენელი და ეს ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილებას მთავრობა იღებს. ეს არის მისი პირადი პოზიცია, მისი მავნებლური საქციელი ჩემთვის სულ ერთია, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქისთვის. პრობელმა არის ის, რომ ქვეყანას უდიდესი ზიანი მიადგება და ეს თუ გაგრძელდა, ეკონომიკაში გვაქვს უკვე უზარმაზარი პრობლემები, და პოლიტიკური კრიზისის სახეზეა. ეკონომიკური კრიზისი დიდწილად არის განპირობებული პოლიტიკური ფაქტორებით და იმ შეცდომებით, რომელიც არის დაშვებული. ან მთავრობა უნდა გაიაზროს, რომ ის ქვეყნის მთავრობაა და სახელმწიოფს ინტერსებს ემსახუროს, ან ჩვენ ამ ქვეყნისგან აღარაფერი დაგვრჩება“ - აცხადებს დიმიტრი შაშკინი.
მასალის გამოყენების პირობები






