„ნაციონალური მოძრაობა“ რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით პრეზიდენტის უარს ეხმაურება.
პარტიის ერთ-ერთი წევრის გოკა გაბაშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილებით პრეზიდენტმა ხალხის ინტერესები შიდა ინტრიგებში გაცვალა.
„მაშინ, როცა ლარი, ეროვნული ვალუტა არის კატასტროფულ მდგომარეობაში, მაშინ, როცა ქვეყანაში მძვინვარებს ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი და ეს მდგომარეობა სწორედ საქართველოს მთავრობის უნიათობამ და არაკომპეტენტურობამ მოიტანა და თვეების განმავლობაში, თითი თითზე არ დაუკარებიათ იმისათვის, რომ ეს დღე არ დამდგარიყო, დღეს ისინი აბსოლუტურად გეგმის გარეშე არიან, არ იციან რას აკეთებენ, დაკავებულები არიან ცარიელი პიარით და აი ამ ფონზე მოსმენაც კი არ უნდათ იმ გეგმის, რომელიც არსებობს რეალურად და რომელსაც შეუძლია ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოს. ამ სიტუაციაში, პრეზიდენტი მარგველაშვილი, სამწუხაროდ, მოიქცა, როგორც ჩვეულბრივი, განუყოფელი ნაწილი ამ უპასუხიმგებლო პოლიტიკური გუნდისა, ივანიშვილის პოლიტიკური გუნდისა და ჩვენ გვაქვს სრული საფუძველი ვივარაუდოთ, რომ მან ჩვეულებრივ შიდა ინტრიგებში, ვაჭრობაში გაცვალა ხალხის ინტერესი, რომ დღეს მსჯელობა იყოს ლარზე და ეკონომიკაზე. ის ვაჭრობს გვენეტაძის საკითხით - თავისი კანდიდატურის სასამართლოში, არ ადებს ვეტოს ნაფიცი მსაჯულების საკითხს, მედიისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი ინტერესები დაიკმაყოფილოს. მარგველაშვილი მოიქცა სამარცხვინოდ, და ეს არის სამარცხვინო, როცა დღეს, საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობასთან ერთად უარს გვეუბნება იმ გეგმის განხილვახე, რომელიც ჩვენ გვაქვს, იმისთვის, რომ შეჩერდეს ეს კატასტროფული ეკონომიკური მდგომარეობა და ჩვენი ხალხის ყოველდღიური გაღარიბება“, - განაცხადა გაბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






