,,ნიუპოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში შაშკინი რამდენიმე მიზეზს ასახელებს და გამოსავალს, პრობლემის დასაძლევად პარლამენტის მხიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმასა და მთავრობის მხრიდან კონკრეტული გემის შემუშავებაში ხედავს.
_ყველა ვხედავთ და ვგრძნობთ, რომ პრობლემები არის როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს არის განპირობებული ობიექტური და სუბიექტური მიზეზებიდან გამომდინარე. საუბარი იმაზე, რომ ეკონომიკაში პრობლემები არის იმის გამო, რომ ჩვენს გარშემო რეგიონშია პრობლემები და აქ მთავრობა არაფერ შუაშია, ეს ასე არ არის. ეკონომიკური პრობლემები პირველ რიგში განპირობებულია იმ შეცდომებით, რაც მთავრობამ დაუშვა, მაგრამ კიდევ უფრო მეტად განპირობებულია იმითაც, რომ მთავრობამ რეალურად არ შეაფასა და არ დაინახა საფრთხეები, რომელზედაც დიდი ხნის განმავლობაში ექსპერტები საუბრობდნენ და ეს არდანახვა გამოწვეულია იმით, რომ ჩვენი მთავრობა მოქმედებს პრინციპით, როგორც რუსები იტყვიან - ,, Я начальник - ты дурак“. დღეს, როცა არის მცდელობა, რომ ყველაფერი შეფუთოს უკრაინის, სომხეთის მოლდოვას პრობლემებით. მოგიყვანთ აზერბაიჯანის მარტივ მაგალითს, კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანს აქვს ფულის დიდი რეზერვი, მან მიიღო ძალიან მტკივნეული, მაგრამ დროული გადაწყვეტილება - ერთბაშად გააუფასურა 30%-ით თავისი ეროვნული ვალუტა და ამით დაიჭირა კურსი. ანუ, ქვეყანამ, რომელსაც ჩვენგან განსხვავებით აქვს იმედენი რეზერვი, რომ 3-4 წლის განმავლობაში პროცესები დაიჭიროს, დაინახა რეგიონში მიმდინარე ტენდენციები და წინმსწრებად მიიღო ნეგატიური, მაგრამ დროული გადაწყვეტილება, რათა ზიანი არ მიდგომოდა ბიუჯეტს და ქვეყანაში გააჩინა სტაბილურობის განცდა. ეს არის სახელწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკა. მთავრობა იმისთვის არის არჩეული, რომ ეს გათვალოს და არა იმისთვის, რომ აიღონ მაღალი პრემიები, ისხდნენ კარგ მანქანებსა და თბილ ოთახებში. ხელფასს ამისთვის გიხდის სახელმწიფო, რომ რისკები შეაფასო და დროული გადაწყვეტილება მიიღო.
_ერთ-ერთ მიზეზად მთავრობა ასახელებს ინვესტიციების შემოდინების ნაკლებობას...
_პრობლემა არის იმაში, რომ ლარის გაუფასურება არის გამომდინარე იმ კასკადური შეცდომებისგან, რომელსაც ადგილი ჰქონდა არა მარტო ახლა, არამედ ორი წლის წინაც. ერთ-ერთი ასეთი შეცდომა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, პატარა ეკონომიკით და როგორც მაკროეკონომიკის სპეციალისტები ამბობენ, ყველაფერი არის დამოკიდებული ინგლისუტი ტერმინი რომ მოვიშველიოთ - ,, perception“-ზე, ასე ვთქვათ, ერთგვარი განცდის, მოლოდინის შექმნაზე. 9 წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკა მდგომარეობდა იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად გაგვეხსნა უცხოელი ინვესტორებისთვის და მაქსიმალურად მუშაობდა სააკაშვილი იმაზე, რომ მეტი ინვესტიცია ყოფილიყო მოზიდული და რომ ბიზნესის კეთება ყოფილიყო მარტივი. მოვიდა ,,ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში და გაიხსენეთ რა დაიწეს მათ?
_რას გულისხმობთ?
_მათ დაიწყეს განცხადებები, რომ ყველა რეიტინგი, სადაც საქართველო პირველ ადგილზეა, ეს ყველაფერი არის ბლეფი, ეს არის პიარის ნაწილი და ა.შ. ინვესტორებისთვის ეს იყო მესიჯი, რომ საქართველოს პირველ ადგილს კი არ იკავებს რეიტინგებში, არამედ ეს არის ტყული. ბუნებრივია, როცა ხელისუფლება ამას გეუბნება, რატომ უნდა დააბანდო ფული ამ ქვეყანაში. პოლიტიკაში შენს სიტყვას აქვს ფასი და ეს ფასი შეიძლება გადაიხადო არა დღეს და ხვალ, არამედ 2 და 5 წელიწადში. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ინვესტიციებმა იკლო, სწორედ ეს გახლავთ.
_ფიქრობთ, რომ ჩვენ ახლა ვიხდით ამ ფასს?
_ჩვენ დავიწყეთ ამ ფასის გადახდა, როცა საუბარი დაიწყეს ინვესტორების გასაგონად, რომ მიხეილ სააკაშვილი გატყუებდათ... მეორე ფასი, რასაც ეხლა ვიხდით, არის ის, რაზედაც ჩვენ ვსაუბრობდით, კერძოდ, არ შეიძლება რუსულ ბაზარზე ასე ბრმად შესვლა. ამაზე ხომ 2 წლის წინ იყო სუბარი, ეს ხომ არ არის ნოუჰაუ? მაშინვე ვამბობდით, რომ რუსული ბაზარი არის არასტაბილური, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბაზარი ლამაზად ჟღერს, რომ შეიძლება აქ ბევრი ფული იშოვო. მაგრამ ამ ბაზარს მოჰყვება ბევრი რისკი, რომელიც აკომპენსირებს იმ შესაძლო მოგებას. რეალურად ასეც მოხდა. მაგალითად რომ ავიღოთ, ჩვენ მოგვაქვს კონკრეტული რაოდენობის პროდუქცია, სანამ რუსულ ბაზარზე შევიდოდით ეს კონრეტული რაოდენობა შედიოდა ევროპულ ბაზარზე, რომელიც ნაკლებია ვიდრე რუსეთში, მაგრამ სტაბილურია. გაიხსნა რუსული ბაზარი და ბიზნესმენებმა, ეს კონკრეტული რაოდენობის პროდუქცია აიღეს და გადაისროლეს რუსეთზე და ჩათვალეს, რომ ექნებოდათ მეტი მოგება. მოხდა ის, რომ რუსეთის ბაზარზე არის კოლაფსი, რუსეთის ეკონომიკა ნანგრევებშია და ამიტომ, ჩვენი პროდუქცია იქ არავის სჭირდება. დღეს უკვე დრო გინდა, რომ ამ პროდუქციის გადამისამართება მოახდინო ევროპულ ბაზარზე. ამიტომაც გვაქვს იანვარში 30%-იანი კლება ექსპორტის. ამავრდოულად იმპორტის კლება არ მომხდარა, ვყიდულობთ იგივე პროდუქციას, რასაც მანამდე. რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, ამაზეც ხომ ვსაუბრობდით ჩვენ, რომ ტურისტი დაგვაკლდება და თითო ტურისტი ფულს ხარჯავს ამ ქვეყანში, 9%-ით იკლო ტურიზმმა. ეს კიდევ მორიგი შედომა... ამაზეა საუბარი.
_არის თუ არა გამოსავალი ის, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდი გადადგეს, თუ მთავარი მაინც ისაა, სწორი გეგმა იქნას წარმოდგენილი და არა მხოლოდ პიროვნებების ცვლა?
_არ მგონია, ვინმეს უხაროდეს ის, რაც ხდება დღეს ქვეყანაში. უნდა გაკეთდეს ის, რომ პოლიტიკური სპექტრი რაც შეიძლება მალე უნდა გაერთიანდეს ამ პრობლემის დასაძლევად და მე მივესალმები იმ იდეას, რომ პარლამენტი უნდა ჩაერიოს ამაში და დაიწყოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ერთადერთი მე, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, რასაც ვითხოვ არის ის, რომ გვითხრას მთავრობამ, რაც აპირებს. როგორ აპირებს, რომ გადაარჩინოს ეროვნული ვალუტა, ეკონომიკა. გეგმა გვითხრან, აქ ხომ არ არის საუბარი იმაზე, რომ ჯადოქარი მოვა და სასწაულებს მოახდენს? გვითხრან, რას აპირებენ. არავინ გვეუბნება და ეს არის ცუდი როგორც ბიზნესმენებისთვის, ინვესტორებისთვის, ასევე მოსახლეობისთვის, როცა არ გეუბნება მთავრობა, რას აპირებს. მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ნუ ღელავთ... როგორ არ უნდა ღელავდე, როცა ჩვეულებრივმა მასწავლებელმა ამ ბოლო 2 თვის განმავლობაში 100 ლარი დაკარგა ხელიფასიდან, იღებს უფრო ნაკლებს ვიდრე, მანამდე, სანამ ხელფასი აიწევდა. ჩვეულებრივი ჩინოვნიკების დანაკარგი ავიდა 200-300 ლარამდე, პენსიონერმა თავისი პენსიიდან უკვე დაკარგა 40 ლარი... როგორ არ უნდა ინერვიულოს ამაზე ადამიანმა, ოჯახებში ხომ ფულის საბეჭდი არ უყენიათ ამ ხალხს...
მასალის გამოყენების პირობები






