უზენაესი სასამართლოს თავჯდომარეობის კანდიდატი ნინო გვენეტაძე ფიქრობს, რომ შესაძლებელია შეიქმნს სასამართლო სტრუქტურაში ახალი სისტემა, რომელიც საქმეთა გადასინჯვას მოემსახურება.
გვენეტაძემ აღნიშნა, რომ თავად მან და მისმა კოლეგებმა შესთავაზეს ერთ-ერთი მსგავსი პროექტი, რომელის მიხედვითაც პასუხისმგებლობა თავად სასამართოლს უნდა აეღო.
"აღნიშნული პროექტის განხილვაში და გარკვეული პროცედურების შექმნაში მონაწილეობას ვიღებდი. ვიცნობ 15 მოდელს გარდამავალი მართლმსაჯულების ეტაპზე, სადაც სახელმწიფოებმა დროში გაწელილად, მაგრამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოახერხეს და სამართლებრივი მექანიზმები შექმნეს, რომელიც სამართლიანობის აღდგენას და სიმართლის დადგენას ემსახურება. ჩემი და ჩემი კოლეგების მხრიდან ერთ-ერთ ასეთი მექანიზმად შეთავაზებული იყო, რომ ეს პასუხისმგებლობა თავად სასამართლოს აეღო. სასამართლოში ახალი სტრუქუტურის მიერ, თუნდაც უზენაესი სასამართლოს ან აპელაციის დონეზე, საქმეთა გადასინჯვა დაიწყოს და სასამართლომ შეძლოს იმ შეცდომების გამოსწორება, განაჩენთა გადასინჯვის მხრივ, რომლითაც ჩვენი მოქალაქეები დაზიანდნენ". - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






