"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს მიმართავს უგზავნის.
„ნოდარ! 2 პროცენტიან ზრდას შეინარჩუნებთ მაინცა? ქამრების შემოჭერა არ შველის მარტო მაგ საქმეს. 750 მილიონის ამდინისტრაციული ხარჯი სად ჰქონდა მთავრობას? პროექტებს რაც შეეხება, ეს უკვე მთელ მთავრობას გეხებათ, ჟირინოვსკის თუ დაუჯერებთ და აფხაზეთის გავლით რკინიგზის პროექტზე დაიწყებთ ოცნებას, ბოლშევიკებზე ვისაც კინოები გაქვთ ნანახი, ლიანდაგების შესამოწმებლად წინასწარ რო დაგორავენ ორ კაციანებით, რუსულად "დრეზინა" ჰქვია (ქართულად არ ვიცი), აი ვინც მაგ პროექტს მხარს დაუჭერს, მაგაში ჩაგსვამთ ყველას და გადავულოცავ თქვენს თავს პირდაპირ ჟირინას! ჭამა სმა დიდად შესარგი იმან იცის თუ იცის. თუ დაავალებენ, მოგხედავთ!“, - წერს პეტრიაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






