ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი რუსეთ-საქართველოს შორის დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მიუხედავად ამ პროცესის სირთულისა, სხვა ალტერნატივა არ არსებობს.
„ჩვენ ვიცით ძალიან კარგად რომ რუსეთთან საკმაოდ რთულია საუბარი, ჩვენ ვიცით რას იღებს საქართველო უკან იმ ინვესტიციიდან, რასაც საქართველო რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის დებს, საქართველო იღებს იმას რაზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ საქართველო-ნატოს კომისიის სხდომაზე. ეს არის მწვავე საკითხი, რასაც ბევრი, საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცოცავ ანექსიას უწოდებს. არ არის ადვილი რუსეთთან საუბარი, პოლიტიკური თვალსაზრისით ვიცით რომ ეს არ არის ადვილი ქვეყნის შიგნითაც, მაგრამ ეს აუცილებელია. ჩვენ კარგად ვიცით, რომ აუცილებელია იმის დემონსტრირება, რომ საქართველოს სურს რუსეთთან უკეთესი ურთიერთობა ქონდეს. სხვა ალტერნატივა არ არსებობს, იმედი ვიქონიოთ, რომ ერთ დღეს შედეგს მივიღებთ.“- აცხადებს ჯეიმს აპატურაი.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






