ჩვენ არ დავდივართ და არ ვაშენებთ ინფრასტრუქტურას პარტნიორ ქვეყნებში - აპატურაი
პოლიტიკა - 17:37, 25 Feb, 2015     1730
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელის ჯეიმს აპატურაის განცხადებით წლის ბოლომდე საქართველოში აუცილებლად გაიხსნება ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი. აპატურაის თქმით აღნიშნულ ფაქტზე მოსკოვში გაკეთებული განცხადებები და კრემლის სურვილები უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს.

„ეს არის საქართველოს ბაზა და საქართველოს სუვერენული ტერიტორია, ერთობლივი კი იქნება წვრთნები და კალენდარი, რომელსაც საქართველო და ნატო ერთად შეადგენენ წვრთნების ჩასატარებლად და შესაფასებლად. წვრთნები საქართველოს შეიარაღებულ ძალებს პროფესიონალიზმის გაზრდაში და თავსებადობის ამაღლებაში დაეხმარება. საქართველოს გამოცდილების გაზიარებით სარგებელს მიიღებენ საქართველოს პარტნიორებიც. კიდევ ერთხელ ვამბობ , ეს არის საქართველოს ტერიტორია და საქართველოს კუთვნილი შენობა-ნაგებობები, ჩვენ, NATO არ დავდივართ და არ ვაშენებთ ინფრასტრუქტურას პარტნიორ ქვეყნებში, აქ წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი გაიხსნება, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა და საქართველომ უკვე მიიღეს“- განაცხადა აპატურაიმ და აღნიშნა, რომ საწვრთნელი ცენტრის გახსნა არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს:

„ეს არ არის ნატოს ბაზა, ჩვენ არ ვაშენებთ ნატოს ბაზას საქართველოში, რაც მე მოვისმინე ლავროვის კონფერენციაზე მინისტრი საუბრობდა ნეგატიური ზეგავლენის თავიდან აცილების აუცილებლოიბაზე. არსებითი პაკეტი მოეხმარება საქართველოს სამხედრო შესაძლებლობის გაუმჯობესებაში, რაც თავის მხრივ დაეხმარება ნატოს წევრობისთვის მზადების პროცესში.“- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.


ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ გამოხატა ნატოს წევრი ქვეყნების პოზიცია, რომ ისინი ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების ერთგულნი რჩებიან :

„ორგანიზაციის წევრები ერთგულნი რჩებიან ბუქარესტის გადაწყვეტილების, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, მე არ ვიცი როდის იქნება ამ გზის დასასრული, მაგრამ საქართველოს მოქალაქეები უნდა იყვნენ დარწმუნებულნი, რომ ამ მიზნის მისაღწევად კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა. მე წინასწარ პროგნოზის გაკეთება და წინასწარმეტყველება, თუ როდის გაწევრიანდება საქართველო ნატოში არ შემიძლია“- განაცხადა აპატურაიმ ქეთევან ქარდავასთან ინტერვიუში.


ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42