ალასანიამ ასევე აღნიშნა, რომ „თავისუფალ დემკრატებს“ პირველად მიეცათ საშუალება მნიშვნელოვანი საკითხები პრეზიდენტთან ერთად განეხილათ მას შემდეგ, რაც პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ საგანგაშო განცხადებები გააკეთა.
ირაკლი ალასანიამ ამ საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ უნდა დაწესდეს საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონტროლი და ზურაბ აბაშიძემ ვეღარ შეძლოს გასცდეს მის კომპეტენციის ფარგლეს და ვერ გააკეთოს ის განცხადებები, რომელიც მას არ ეხება.
„ჩვენ გვაქვს სრული თანხმობა, რომ ძალიან მკაცრად უნდა გაიწეროს რა უფებები აქვს პრემიერს წარმომადგენელს, ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა ამ გადაცდომების შემდეგ. საგარეო ურთიერთობებში წამყვანი როლი ყოველთვის საგარეო საქმეთა მინსიტრს უნდა ჰქონდეს, ამიტომ მივმართავთ საგარეო საქმეთა სამინისტროს და ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, რომ ისინი გაემიჯნონ ზურაბ აბშიძის ამ განცხადებას“-განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ლაშა ჯაფარიძე
მასალის გამოყენების პირობები






