საზოგადოება "ივერია" ხელისუფლებას ღია წერილით მიმართავს
პოლიტიკა - 16:25, 25 Feb, 2015     1414
საზოგადოება "ივერია" ხელისუფლებას ღია წერილით მიმართავს, რომელსაც "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:

"ბოლო პერიოდში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა საგრძნობლად უარყოფითი ეფექტი მოახდინა ქვეყნის განვითარებაზე, რაც ხდება საქართველოს ხელისუფლების უკიდურესი არაპროფესიონალიზმისა და უუნარობის გამო.

ფაქტია, რომ შიდა და საგარეო პილიტიკური ვითარება შევიდა კრიტიკულ ფაზაში. სამწუხაროდ, ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარი განცხადებებით ამძიმებენ არსებულ ვითარებას და აბრკოლებენ კრიზისიდან გამოსვლის პერსპექტივებს.

საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით საქართველოს პოზიციები საერთაშორისო არენაზე საგრძნობლად შესუსტებულია. ბოლო ორწელიწადნახევრის განმავლობაში ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად, გაუარესდა ურთიერთობები მოკავშირეებთან, შესუსტდა თანამშრომლობა ეკონომიკურ პარტნიორებთან და საქართველოსთვის აქტუალური საკითხები გაქრა საერთაშორისო ურთიერთობების დღის წესრიგიდან.

აღნიშნულის კიდევ ერთი ნათელი გამოვლინებაა, საქართველოს ევროატლანტიკურ სწრაფვასთან და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, სულ ცოტა ხნის წინ გავრცელებული პოზიცია, რომელიც გახმოვანდა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის მიერ.

ქართული საზოგადოების სახელით, “ივერია” მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას შემდეგი კითხვებით:

1. თუ კი აბაშიძე-კარასინის ფორმატი ითვალისწინებს მხოლოდ ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების კუთხით ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას, რატომ საუბრობს ეს პიროვნება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სამომავლო გეგმებზე, აღნიშნული ფორმატის კონტექსტში?

2. რატომ ითხოვს ზ. აბაშიძე რუსეთის დახმარებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სეპარატისტულ რეჟიმებთან ურთიერთობების ჩამოყალიბების შესახებ?

3. ვისგან ღებულობს ზ. აბაშიძე სამოქმედო ინსტრუქციას და შესაბამის უფლებამოსილებას?

4. რა არის მოლაპარაკების მიზანი?

5. რა დონეზეა ჩართული საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ფორმატში?

6. ვინ აგებს პასუხს დაშვებულ შეცდომებზე?

იმედს ვიტოვებთ, რომ ხელისუფლება არ დატოვებს უპასუხოდ ქართულ საზოგადოებაში არსებულ ამ შეკითხვებს."- აღნიშნულია განცხადებაში.




ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42