რუსულნომრიანი მანქანები სენაკშიც გამოჩნდა - "ნაცმოძრაობა"
პოლიტიკა - 16:02, 25 Feb, 2015     1844

თბილისის და ფოთის შემდეგ რუსულნომრიანი მანქანები სენაკშიც გამოჩნდა. ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

პარტიის წევრის ნუგზარ წიკლაურის ინფორმაციით, რუსული სამხედრო მანქანა სენაკის ტერიტორიაზე რეზერვისტთა სამხედრო ბაზის მიმართულებით გადაადგილდებოდა.

„რუსმა მძღოლმა პირდაპირ ჰკითხა მოქალაქეებს თუ სად მდებარეობს ეს სამხედრო ბაზა და მხოლოდ ამის შემდეგ გააგრძელა სვლა. საგულისხმოა, რომ საპატრულო მანქანა, რომელიც რუსულ ნომრიან მანქანას შეხვდა, არ დაინტერესდა თუ რა მიზნით იმყოფებოდა ის აღნიშნულ ადგილზე. ფაქტია, რომ ოკუპანტი სამხედრო ძალები უკვე უკონტროლოდ გადაადგილდებიან საქართველოს ტერიტორიაზე. ამას, გუშინ, გავრცელებული ფოტოებიც ადასტურებს. ასევე არის ინფორმაცია, რომ რუსული სამხედრო მანქანები დარიალის ხეობაში გადაადგილდებოდნენ. ამასთან დაკავშირებით მთავრობას აბსურდული პასუები ჰქონდა. მოვითხოვთ თავდაცვის მინისტრ ჯანელიძისაგან, გამოვიდეს და მკაფიოდ განუმარტოს ქართულ საზოგადოებას თუ რა მიზნით გადაადგილდებიან რუსული სამხედრო მანქანები საქართველოს ტერიტორიაზე“, - განაცხადა წიკლაურმა.

თბილისში, გაგარინის ქუჩაზე რუსულნომრიანი სამხედრო მანქანები გუშინ გამოჩნდა. ვრცელდებოდა ინფორმაციია, რომ მანქანები რუსეთის სამხედრო კავშირგაბმულობას ეკუთვნის.


ნინი კაციტაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42