საქართველოს პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ნინო გვენეტაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით პარლამენტში არა ჩავარდილ სხდომებს, არამედ ღია პოროცესებს იხილავს.
გიორგი მარგველაშვილი ასევე იმედოვნებს, რომ საკანონმდებლო ორგანო გვენეტაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.
„მე მოველი, რომ პარლამენტში ვნახავ არა ჩავარდნილ, უცნაურ სხდომებს და უცნაურ პროცესებს, რომლის უკან უნდა ვივარაუდოთ კულუარული თემები, არამედ ჩვენ ვნახავთ ძალიან ღია პროცესს, რომელშიც იქნება ჩართული, როგორც პოლიტიკური ძალები ისე საზოგადოების წარმომადგენლები და ისინი ღიად და ყველასთვის გასაგებ ენაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ცოტა ხნის წინ, 2 ჩავარდნილი მოსმენის შემდეგ, იურდიულს საკითხთა კომიტეტმა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს ნინო გვენეტაძეს მოუსმინა და მას მხარი დაუჭირა. დღესვე დაგეგმილია გვენეაძის მოსმენა სხვა კომიტეტებშიც.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






