"ქართველ კაცს კუჭი რომ უხმება შიმშილით, ამაზე პასუხი ივანიშვილმა უნდა აგოს"
პოლიტიკა - 14:05, 25 Feb, 2015     3287
ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელბახიანის განცხადებით, საქართველოში ანარქიული პროცესებია:

„საქართველოს მთავრობა აღარ ჰყავს , ანარქიული პროცესებია . ხელისუფლებას არც ერთი რგოლის ფუნქცია არ იგრძნობა, ხალხი ძალიან დაბნეულია, პანიკაშია ჩავარდნილი, ეს პროცესები კი აუცილებლად გამოიწვევს სოციალურ აფეთქებებს და აპრილ-მაისში ჩვენ ვიხილავთ ქუჩის სერიოზულ აქციებს.

დღეს მთავრობას ბიძინა ივანიშვილის მიმართ აქვს ვალდებულება აღებული. ამ სახელმწიფოში ხდება ისეთი რამ, რაც მსოფლიოში არსად არ ხდება. უგვირგვინო მეფის სტატუსში მივიღეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, მეფე თავის კაბინეტიდან მართავს ქვეყანას. ამიტომ თუ დღევანდელ ვითარებაზე პასუხი ვინმემ უნდა აგოს ეს არის ბიძინა ივანიშვილი და ნუ გაურბის პასუხისმგებლობას. ქართველ კაცს კუჭი რომ უხმება შიმშილით, ბანკიდან ვალი რომ აქვს აღებული და პროცენტები ეზრდება, აი ამაზე უნდა აგოს პასუხი.

ჩვენ დავუბრუნდით შევარდნაძის ხაზის ნიშნულს, ვაღიაროთ, რომ ლარი შევარდნაძის დროს ასე შორს არ გავარდნილა.

რაც ხდება, ეს არის ანარქია და ასეთი სუსტი და უუნარო ხელისუფლება არც ერთ პერიოდში არ გვყოლია დამოუკიდებლობის შემდეგ. თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში ოდესმე რაიმე მახსოვს , დღევანდელი მთავრობა და პარლამენტი არის ყველაზე სუსტი“- აცხადებს ვალერი გელვახიანი გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში.


წყარო "ალია"


ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42