ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, 500-მდე დასახელების მედიკამენტზე ფასები 15-20 პროცენტით გაიზარდა.
ამის შესახებ სერგეენკომ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ფასების მონიტორინგს მუდმივად აწარმოებს.
„გვაქვს სამოქმედო გეგმა. მაგალითად, „PSP“-მ დაახლოებით 10 დასახელების მედიკამენტზე ფასი 20%-ით შეამცირა. დავაკვირდებით უახლოეს დღეებში დინამიკას თუ რამდენად მიბაძავენ ამ ფარმაცევტულ კომპანიას სხვები და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ“, - განაცხადა სერგეენკომ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ფარმაცევტული კომპანია „PSP“-ს დამფუძვნებელმა კახა ოქრიაშვილმა, განაცხადა რომ, ლარის კურსის ვარდნით, ბიზნესი მნიშვნელოვნად ზარალდება, რადგან მათ უარი თქვეს მოგებაზე.
"მედიკამენტებზე ფასმა შეიძლება მოიმატოს, მაგრამ არა ისეთი დოზით როგორც ლარი გაუფასურდა, ჩვენ მოგებაზე უარი ვთქვით",-კახა ოქრიაშვილი
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






