„თითოეული ჩვენთაგანის გაღარიბების და ლარის ვარდნის ფონზე, სწორედ პარლამენტია ის ადგილი, სადაც მთავრობა უნდა მოვიდეს თავისი კონკრეტული ნაბიჯებით და ანგარიში ჩააბაროს ხალხს, აუხსნას კონკრეტულად რის გაკეთებას აპირებს, რომ ჩვენი ეკონომიკის ვარდნა შეჩერდეს და ქვეყანამ დაიწყოს იმ უფსკრულიდან ამოსვლა, რაშიც ჩვენ ყველანი ბიძინა ივანიშვილმა ჩაგვყარა,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეტა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კოტე კუბლაშვილმა, იგი მიიჩნევს, რომ ვითარებაში სადაც მოქალაქეები ყოველ დღე ღარიბდებიან არ შეიძლება ისმებოდეს კითხვა უნდა შეიკრიბოს თუ არა პარლამენტი.
"ჩვენ ველოდებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. მე ვფიქრობ, რომ კითხვის ნიშნები საერთოდ არ უნდა ისმებოდეს, როდესაც ლარი ყოველ წუთს ეცემა, როდესაც ჩვენი თანამოქალაქე ყოველ დღე ღარიბდება. უნდა შეიკრიბოს თუ არა პარლამენტი, უნდა მიიღოს ყველა გადაწყვეტილება, რაც მნიშვნელოვანია ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის, ლარის გადარჩენისათვის,"-განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა რიგგარეშე სესიის გამართვის მოთხოვნა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე შეიტანეს, ისინი ეკონომიკური გუნდის მინისტრების პარლამენტში მისვლას და ანტიკრიზისული გეგმის წარდგენას ითხოვენ.
ლაშა ჯაფარიძე
მასალის გამოყენების პირობები






