დღეს ბრიუსელში, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი დაესწრება, ელჩების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება.
სხდომის დაწყებამდე დაგეგმილია, თამარ ბერუჩაშვილის შეხვედრა ალიანსის გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დუნდუას განმარტებით, სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებებში შექმნილ ვითარებასა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან საოკუპაციო რეჟიმებთან დადებულ ე. წ. ინტეგრაციის ხელშეკრულებებზე იმსჯელებენ.
„ბრიუსელში იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც შეხვდება ნატოს გენერალურ მდივანს და აგრეთვე მონაწილეობას მიიღებს ნატო საქართველოს კომისიის სხდომაში. სხდომის მთავარი საკითხია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართული რუსეთის ქმედებები. ვისაუბრებთ უსაფრთხოების თვალსაზრისით ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ არსებულ ვითარებაზე.“ - განაცხადა დავით დონდუამ.
ნოე რამიშვილი
მასალის გამოყენების პირობები






