,,გალის რაიონი ჩვენი სამშობლოს ოკუპაციის განსაკუთრებული ადგილია, რადგან, ფაქტიურად, მხოლოდ იქიდან ვერ ამოშანთა აგრესორმა ქართველები, რომლებიც საკუთარი ძალებით აგერ უკვე 22-ე წელია ღირსეულად უმკლავდებიან რუსეთის გენოციდისა და და ეთნიკურ წმენდის პოლიტიკას.
ამ აქციით, საქართველო ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ-საბჭოთა ოკუპაციის დღეს ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ რასიზმის, სეგრეგაციისა და ეროვნული დისკრიმინაციის უმკაცრესი რეჟიმის ქვეშ მცხოვრებ 35 ათას ჩვენს თანამოქალაქეს და ამისკენ მოვუწოდებთ მთელს საქართველოს“ - აცხადებენ ,,აფხაზთა კრების“ წარმომადგენლები.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოებროებრივი, პოლიტიკური ორგანიზაციების და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები.
მისამართი: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი 27.
მასალის გამოყენების პირობები






