უშიშროების ყოფილი მინისტრის განცხადებით , ქართველი პოლიტიკოსებიდან რუსებთან კავშირი ყველას აქვს
„არ არსებობს ქართველი პოლიტიკოსი, მოქმედი თუ ყოფილი, რომელსაც არ ჰქონია შუალობითი ან უშუალო კავშირი რუსეთთან. ზოგადად მე ამაში უბედურებას ვერ ვხედავ,“ განაცხადა ვალერი ხაბურძანიამ გადაცემა „არჩევანში“.
ხაბურძანიას თქმით, რუსეთთან კავშირები ჰქონდა "რესპუბლიკურ" პარტიასაც. თუმცა, ეს არ იყო მუდმივი ხასიათის კავშირები.
„რესპუბლიკელებსა“ და „თავისუფალ დემოკრატებსაც“ ჰქონდათ შუალობითი კავშირები. მე ამაში კრიმინალს და უბედურებას ვერ ვხედავ. დავით უსუფაშვილიც ინტერესდებოდა რუსეთში მიმდინარე პროცესებით. მათთან კონტაქტზე გამოდიოდა ერთი კაცი, რომელიც იყო ემისარი რუსეთის მთავრობისა და მისგან რაღაცეებს გებულობდა, რაღაცეებს უთვლიდა და მიდიოდა ჩვეულებრივი პოლიტიკური გარიგება და ვაჭრობა," - აცხადებს ვალერი ხაბურძანია.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






