„ვინც პოლიტიკაში არის, ეს ჩვეულებრივია, არავინ სუფთა არ არსებობს ყველა გარეულია, მე ამაშ კრიმინალს ვერ ვხედავ“- განაცხადა ხაბურძანიამ.
ხაბურძანიას თქმით ირაკლი ალასანიას მიმართ კარგი განწყობა ქონდა ვიტალი ჩურკინს და მან რუსეთის საგარეო უწყებაში მას ლობირებდა.
თუმცა ვალერი ხაბურძანიამ ირაკლი ალასანიას რუსებთან დაკავშირებით კონფლიქტურ სიტუაციებზეც ისაუბრა და განაცხადა , რომ როდესაც ალასანია უშიშროებაში მუშაობდა მას კონფლიქტი მოუვიდა , საქართველოში ვიზიტად ჩამოსულ ფსბ-ს შეფთან პატრუშევთან.
„ის პატრუშევს გაექაჩა, საელჩოში ნამუშევარი კაცისგან გამიკვირდა“- აცხადებს ხაბურძანია
ხაბურძანიას განცხადებით ალასანიამ ხაბურძანიას მოადგილეს და პატრუშევის მოადგილეს ჯაშუში გააყოლა, როდესაც ხაბურძანიამ მას ამ „ამერიკული სპეცსამსახურების დამახასიათებელი საქციელის“ გამო უსაყვედურა, ალასანიამ ეს ნაბიჯი უსაფრთხოების მიზნით ახსნა.
ხაბურძანია ასევე იხსენებს 2002 წელს მომხდარ ფაქტს, როდესაც ალასანიამ საქართველოში ჩამოსული რუსი მაღალჩინოსანი პრონიჩევი სასაუბროდ ცალკე გაიყვანა, ხაბურძანიას კი უთხრა რომ საუბრის შინაარსი მამის ნეშტის მოძებნას შეეხებოდა, შემდეგ კი, როგორც ხაბურძნაია აცხადებს, მას მოასმენინეს ამ საუბრის ფარული ჩანაწერი , სადაც ალასანია პრონიჩევს ურჩევდა რომ მთავარ საკონტაქტო პირად ის მიეჩნიათ, რადგან მას პრეზიდენტთან ხაბურძანიაზე მეტი გავლენით სარგებლობდა.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






