ამ ყველაფერს "ნაციონალი" დეპუტატი დავით მჟავანაძე "ქოცთა ვარამს" ოპოზიციონერ დეპუტატს "ოცნების" რუპორს, პარტია "ბურჯანაძე-გაერთიანებულ დემოკრატებს" კი ფსევდო ოპოზიციას უწოდებს.
საპასუხოდ ნაცვალაძე ოპონენტს დამნაშავე ძალის წარმომადგენლად მოიხსენიებს, რომელსაც მუდმივად მოუწევს შეხსენებული წარსულის მოსმენა.
"დამნაშავე რეჟიმის გადმონაშთი, დემაგოგი და სექტის წარმომადგენელი" მიმართვები "ნაციონალი" კოლეგის მისამართით და გამოწვევა დებატში.
მიღებული გამოწვევა და გადაცემის ორი სტუმარი 'მთავარ თემაში", 'ბურჯანაძე-გართიანებული დემოკრატებიდან" ლელა ნაცვალაძე და 'ნაციონალებიდან" დავით მჟავანაძე.
ურთიერთბრალდებები, დათვლილი პარტიულობა და შეხსენებული წარსული, 'დემაგოგი", 'მოძალადე", 'სულელი", 'საცოდავი" და 'გაჭირვებული", 'გაუზრდელი" 'ავად ხარ" ? 'დედა გყავს'? 'ჯანმრთელობის ცნობა გაქვს'? სიტყვები და კითხვები, რომლითაც თითქმის მთელი გადაცემის განმავლობაში ერთმანეთს მიმართავდნენ დეპუტატები.
მჟავანაძე: "ექვს პარტია გამოცლილმა რა უნდა მელაპარაკო"?
ნაცვალაძე: 'თორმეტს გამოვიცვლი, 'ნაციონალური მოძრაობა რომ დავმარხო იმისთვის".
მჟავანაძე: 'მაქვს ინფორმაცია, მერიაში გპირდებიან სამსახურს და მაგიტომაც იცავთ ხელისუფლებას, მაგრამ გადაგაგდებენ, გარწმუნებთ"
ნაცვალაძე: 'სპეცსასმასურები, ნასედკები, ზონდერები, ინტრიგნები, აი ვინ იყვნენ თქვენი პარტიის წარმომადგენლები. მკვლელები, მოძალადეები"
მჟავანაძე: 'ძალადობაზე როდესაც საუბრობთ, მოძალადე ზის ჩემს წინ. მინდა შეგახსენოთ 2010 წელი, ნაჯახით თუ წაკატით რომ დასდევდით პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს. მერე აღიარეთ დანაშაული და გადაიხადეთ 1000 ლარი ამისთვის".
ნაცვალაძე: 'პლაკატი ჩამოვხიე შენ გაჭირვებულო, შენ უზრდელო. საწყალო, როგორ მეცოდები. შენ უბედურო, დედა გყავს? ეს არის სულელი ბიჭი, რომელსაც უნდა პროვოკაციაზე წამომაგოს. მკვლელების პარტია ხარ".
მჟავანაძე: 'თქვენ წარმოადგენთ ხელისუფლების რუპორს".
ნაცვალაძე: 'ლელა ნაცვალაძე გელაპარაკებათ, როგორც საკრებულოს დეპუტატი"
მჟავანაძე: 'მრავალ პარტია გამოცლილი და მათ შორის იყავით 'ნაციონალური მოძრაობის წევრიც".
ნაცვალაძე: 'არასოდეს არ ვყოფილვარ 'ნაციონალებში". შენ ხარ მხდალი, მშიშარა და
საცოდავი. 'დედაშენს უნდა რცხვენოდეს შენს გამო".
ავტორი თეა იოსელიანი
გადაცემა შეგიძლიათ ნახოთ 'გურიის მოამბის" ვებგვერდზე www. guriismoambe.com
მასალის გამოყენების პირობები






