„ზურაბ აბაშიძემ კარგად იცის რასაც ლაპარაკობს, იგი არის მართლაც გამოცდილი დიპლომატი მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ იგი არ აღმოჩნდა ასეთივე რანგის პატრიოტი. ეს არის ნამდვილად კურსიდან გადახვევის საფრთხე და სწორედ ამაზე გვინდა მივუთითოთ ჩვენი განცხადებებით.
ბატონი ზურაბ აბაშიძე დღეს იმყოფება ბრიუსელში და არავინ არ იცის თუ რატომ, აბაშიძე ძალიან ხამაღალ განცხადებებს აკეთებს და ისმის კითხვა, თუ სად არის ამ დროს საგაროს საქმეთა მინისტრი. აბაშიძეს მოუეწევს განმარტების გაკეთება რატომ არის ბრიუსელში და რა მესიჯი აქვს მას ჩატანილი“,-განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე, „რია ნოვისტისთან“ მიცემულ ინტერვიუში აცხდებს, რომ საქართველო, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დიალოგის ახალ შესაძლებლობებს განიხილავს და მოხარული იქნება, თუკი რუსეთი მათთან პირდაპირ კონტაქტს შეუწყობს ხელს.
ლაშა ჯაფარიძე
მასალის გამოყენების პირობები






