,,ჟურნალისტმა მკითხა და მე ვუთხარი მას, რომ განცხადებების მაგივრად, იმას რომ რუსეთი გაგებით ეკიდება აფხაზებთან და ოსებთან ჩვენს დიალოგს, სჯობს, რეალურად გააკეთოს ეს, არაერთგზის გვითქვამს, რომ ჩვენ მზად ვართ აფხაზებს ველაპარაკოთ ჰუმანიტარულ საკითხებზე, ნეიტრალურ თემებზე, სხვადასხვა დონის პირები შეხვდნენ და ისაუბრონ. ყოველგვარი ახალი ფომრატების გარეშე არის ეს შეხვედრები, ლონდონში იგეგმება შეხვედრა, სხვადასხვა ქალაქებში შეხვედრიან წარმომადგენლები. შეგვიძლია, რომ ეს წითელი ხაზები გვერდზე გავწიოთ დროებით. ჟენევა უმთავრესი ფორმატია, მაგრამ პირდაპირი დიალოგისთვის ჩვენ შეგვიძლია შევარჩიოთ ნეიტრალური თემები. მე ახალ ფორმატებზე არ ვსაუბრობდი. ჩვენ ამის შესახებ გამუდმებით ვლაპარაკობთ, რომ ფორმატების გარეშე დაიწყოს პირდაპირი კომუნიკაცია აფხაზებთან და ოსებთან," - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.
მასალის გამოყენების პირობები






