საქმე გვაქვს ორმაგ პოლიტიკურ თამაშთან - ჩიხრაძე აბაშის განცხადებაზე
პოლიტიკა - 18:21, 24 Feb, 2015     1449
„ახალი მემარჯვენეების“ ერთერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე ზურაბ აბაშიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვით ის მოხარული იქნება თუ აფხაზეთთან და ცხინვალთან დიალოგში რუსეთი ხელს შგვიწყობს.
ფიქრია ჩიხრაძე „ნიუპოსტთან“ საუბარში ამბობს, რომ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა უნდა განმარტონ თუ ვისი სახელით საუბრობს ზურაბ აბაშიძე.

„ძალიან რთულ ვითარებასთან გავქვს საქმე, ეს არ არის ერთხელ გაკეთებული განცხადება, რომელიც შეგვიძლია წამოცდენად მივიჩნიოთ, ეს არის უკვე აშკარად მიზანმიმართულად გაკეთებული განცხადებები. ვფიქრობ უმაღლესი თანამდებობის პირებმა უნდა განმატონ, თუ ვისი სახელით ლაპარაკობს ზურაბ აბაშიძე, ეს არის მისი პირადი პოზიცია და პირადი სიმპატიები, თუ ეს არის საქართველოს ხელისუფლების გაუცხადებელი პოზიცია. გაცხადებულად საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ მისი ევროპული და ევროატლანტიკური კურსი ურყევია და ამ მიმართულებით ცვლილებები არ არის. ამის პარალელურად ჩვენ მთელ რიგ განცადებებს ვისმენთ, ხან რუსეთის ხელისუფლებისაგან და ხან ჩრდილოკავკასიის რესპუბლიკების ხელისუფლებების მხრიდან, რომ არის გარკვეული პროექტების რეალიზებაზე საუბარი. როდესაც პროექტზეა საუბარი რუსეთის ხელისუფლება ყოველთვის განიხილავს პროექტს სამხედრო დატვირთვით, ამბობს „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი.

ფიქრია ჩიხრაძე ასევე ამბობს რომ, აბაშიძის განცხადებები ორმაგი პოლიტიკური თამაშის გამოვლინებაა.

ჩვენს პოლიტიკურ ძალას აქვს სერიოზული ეჭვი, რომ ამ შემთხვევაში ორმაგ პოლიტიკურ თამაშთან გვაქვს საქმე, როდესაც საზოგადოებისთვის თვალის ასახვევად კეთდება ერთი ტიპის განცხადებები, ხოლო ამ დროს ხდება სხვა მიმართულებით მოქმედება, ასეთი დაჟინებით ერთი ხაზის გატარება ზურაბ აბაშიძის განცხადებებში სხვაგვარად გაუგებარია,“-განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე, „რია ნოვისტისთან“ მიცემულ ინტერვიუში აცხდებს, რომ საქართველო, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დიალოგის ახალ შესაძლებლობებს განიხილავს და მოხარული იქნება, თუკი რუსეთი მათთან პირდაპირ კონტაქტს შეუწყობს ხელს.



ლაშა ჯაფარიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42