როგორც საზოგადოება ,,ივერიას“ დამფუძნებელი, დიპლომატი ნიკოლოზ ვაშაკიძე "ნიუპოსტთან" აცხადებს, ამ საკითხების ცალ-ცალკე განხილვა შეუძლებელია, რადგან ამ სახის თანამშრომლობები შესაბამის იურიდიულ ველს მოითხოვს და ყოველთვის დადგება ის საკითხი თუ რომელი ქვეყნის კანონმდებლობით უნდა მიმდინარეობდეს თანამშრომლობა.
„რუსეთის შუამავლობა რომელმაც თვითონ შეგვიქმნა ეს პრობლემა, და რომელსაც თვითონ ჭირდება ამ პრობლემის არსებობა, რათა საქართველოზე მოახდინოს ზემოქმედება, ეს არარეალისტურია და ამაში არაერთხელ დავრწმუნდით“- აცხადებს ვაშაკიძე.
ვაშაკიძის აზრით გასარკვევია ის საკითხი თუ საიდან იღებს აბაშიძე საბოლოო მანდატს ამ შეხვედრაზე თუ განცხადებებზე :
„ეს საკითხი ბურუსით არის მოცული, ეს არის პრემიერი, საგარეო უწყება თუ არაფორმალური ლიდერი ესაა გასარკვევი.“ აღნიშნავს ვაშაკიძე.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






