„ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტში რიგგარეშე სხდომის ჩატარების თხოვნით მიმართავს.
ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გოკა გაბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სხდომა მთავრობის ეკონომიკური ბგუნდი და ვიცე-პრემიერები უნდა ესწრებოდნენ.
„მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს 27 თებერვალს მოიწვიოს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე საგანგებო სხდომა. აბსოლუტურად ნათელია, რომ ქვეყანაში მძვინვარებს ძალიან მძიმე ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი. ლარის გაუფასურება პირდაპირ ურტყამს ჩვენი მოსახლეობის ინტერესს. ხდება სწრაფი და გარდაუვალი გაღარიბება ჩვენი მოქალაქეების. კრიზისი უკვე ჩამოყალიბებულია და ის არის შედეგი მთავრობის უნიათობის, არაკომპეტენტურობის და ორწლიანი დამღუპველი პოლიტიკის,“ - განაცხადა გაბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






