ექსკლუზივი: საოკუპაციო რეჟიმის მორიგი სამიზნე - ქართული პასპორტები და მობილური ოპერატორები
პოლიტიკა - 15:48, 24 Feb, 2015     1762
"ნიუპოსტის" იმფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე, პენსიის და დახმარების ასაღებად „აფხაზბანკში“ მისულ გალის რაიონის ქართულ მოსახლეობას ქართული პასპორტები ჩამოართვეს და განუცხადეს, რომ ერთი კვირის განმავლობაში ისინი მიიღებენ ფორმა 100-ს, რომელიც ადგილობრივი პასპორტების მისაღებად საჭირო დოკუმენტია.

„აფხაზბანკი“ რუსული ბანკის ფილიალია და აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო ბანკს წარმოადგენს.

მოსახლეობას ასევე მოსთხოვეს, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში ჩააბარონ ქართულ მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორების ქსელში ჩართული ტელეფონები, ასევე ისინი გააფრთხილეს, რომ გალის რაიონის ტერიტორიაზე დაიდგმება სპეციალური სიხშირის ჩამხშობი ანძები, რომელბიც ქართული ოპერატორების სიხშირეებს დაბლოკავენ. მათი განცხადებითვე იმ პირებს რომლებიც ამ მოთხოვნას არ დაემორჩილებიან და მაინც ისარგებლებენ აღნიშული ოპერატორების მომსახურებით ჯარიმა დაახლოებით 200 ლარის ფარგლებში დაეკისრებათ.

ადგილობრივების განცხადებით, აღნიშნული რეპრესიული ქმედებები ვლადისლავ ბჟანიას განცხადებებს მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ რაულ ხაჯიმბა არალეგიტიმური პრეზიდენტია, რადგან ის გალის მოსახლეობას არ აურჩევია. ადგილობრივები აღნიშნავენ რომ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ხაჯიმბა მათ სწორედ არჩევნებში არ მონაწილეობისთვის სჯის.


ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42