,,თუ მთავრობისა და აბაშიძის პოზიცია განსხვავდება, მაშინ ის არა ჩვენი, არამედ რუსეთის დესპანია საქართველოში“
პოლიტიკა - 15:31, 24 Feb, 2015     1770
პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებებს ეხმაურება ,,დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელი, მუხრან ბურჭულაძე აბაშიძეს მიმართავს და შეახსენებს, რომ საქართველოს რუსულ გვირაბში 2008 წელზე გაცილებით ადრე აღმოჩნდა. ბურჭულაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, თუკი აბაშიძის პოზიცია არ არის თანხვედრაში მთავრობის პოზიციასთან, ის უნდა გადადგეს.

,,პუტინის თქმით უკრაინელმა ხალხმა, უკვე სხვასთან - "დონბასის მოსახლეობასთან" უნდა დაალაგოს ურთიერთობა და საკუთარი ეკონომიკა განავითაროს. და იცით ეს უტიფრობა რამ წაახალისა, იმან, რომ ყველა თავს ვიკავებთ და არ ვაღიარებთ რუსეთს კონფლიქტის მხარედ. პუტინი თავის წარმოებულ ომებს "ხალხებს შორის" უთანხმოებით ამართლებს და ამან გაათავხედა. საქართველო ეკონომიკურად ვითარდებოდა, საზღვარზე ინვესტორების რიგი იდგა და რა, ამან გადააფიქრებინა პუტინს შემოეყვანა საქართველოში ტანკები? პირიქით, ჩამორჩენილი რუსეთის პროვოცირებას სხვების განვითარება იწვევს - ეს მრავალჯერ დადასურებული ფაქტია.

მხოლოდ ჩვენთან ფიქრობენ მთავრობაში, რომ რუსი პოლიტიკოსების გულს ლამაზი და დამამშვიდებელი სიტყვებით გაალღობენ, მაგრამ ეს მეთოდი რუსულ ჭაობში უფრო მიგვაქანებს ვიდრე სუვერენიტეტის განმტკიცებისკენ, რადგან პუტინს სულ მეტი გარანტიები სჭირდება

კიდევ ვამბობ, რომ თუ მთავრობისა და აბაშიძის პოზიცია განსხვავდება, ის უნდა იქნეს დაუყოვნებლივ გადაყენებული, რადგან ის რუსეთის დესპანი უფროა საქართველოში ვიდრე ჩვენი ხალხისა.

7 მარტს ხალხი ამას ხმამაღლა მოვითხოვთ!

ბატონო ზურაბ!

რუსულ გვირაბში საქართველო 2008 წელზე გაცილებით ადრე აღმოჩნდა, ქვეყანამ კი იქიდან გამოსვლა მაშინ იწყო, როდესაც დამოუკიდებლობა აღიდგინა და არა აგვისტოს აგრესიის შემდეგ, ეს ერთი.

თუ არ იცით სადაა გამოსავალი და არ გაქვთ პრობლემის მოგვარების კონცეპტუალური ხედვა, არ გაგაჩნიათ არანაირი გეგმა და სტრატეგია, რომელიც გულისხმობს კონკრეტული ამოცანების შესრულებას, რას ემსახურება თქვენი ეს სანაქებო ფორმატი? გინდათ ხალხს უთხრათ, რომ სახელმწიფო აბსოლუტურად უმიზნოდ დგამს ნაბიჯებს, როგორიცაა მესამე პირების დასწრების გარეშე კარასინთან ჭუკჭუკი?!. გეუბნებით გადადექი!“ - აცხადებს მუხრან ბურჭულაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42