ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი გეგი ნიჟარაძე მის წინააღმდეგ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერის ავთენტურობას მოითხოვს.
ჟურნალისტებთან საუბრისას ნიჟარაძემ ბრალდებები უარყო.
„მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა. არიან ადამიანები, ვისაც საქმე არა აქვთ, სხედან სადღაც ბნელ ოთახებში და წერენ რაღაც ხმებს. ვითხოვ აღნიშნული ჩანაწერის ავთენტურობის დადგენას. ამის შემდეგ ამ ადამიანების პასუხისგებაში მიცემას მოვითხოვს“, - განაცხადა ნიჟარაძემ.
ფარული აუდიო ჩანაწერი არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიატორმა“ გაავრცელა.
ჩანაწერში ნიჟარაძე ერთ-ერთ თანამშრომელს აიძულებს ნებით დატოვოს თანამდებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ამ პიროვნების ბრძანების საფუძველზე გათავისუფლებით იმუქრება.
როგორც ცნობილია, ჩანაწერი მერიის თანამშრომელმა გააკეთა, რომელიც საკუთარ ვინაობას არ ამჟღავნებს.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






