"მე მივმართავ მთავრობის წევრებს, რომლებსაც შესტკივათ გული ქვეყანაზე და არიან ჯერ კიდევ ერთგულნი ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის!
მე მივმართავ ჩემს ძვირფას მეგობრებს და კოლეგებს - დიპლომატებს!
სახეზეა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმდინარე გეგმაზომიერი მავნებლური პოლიტიკის განხორციელება! კურსის ცვლილებაზე ჩვენი შეშფოთება აშკარა და ხილული ხდება! საგარეო საქმეთა სამინისტროს და ევროპულ და ევრატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს ჰყავს ღირსეული, კვალიფიციური და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის ერთგული ადამიანები! გაფრთხილებთ! ეს საფრთხე ძალიან თვალნათელი და ხელშესახებია! ნუ გახდებით ამ კაპიტულანტური პოლიტიკის ნაწილი! ყველა ის ადამიანი, ვინც ამას უშუალოდ გეგმავს და ახორციელებს, პასუხს აგებს ჩვენი ქვეყნის და მომავალი თაობების წინაშე!" წერს პეტრიაშვილი ფეისბუქზე.
პეტრიაშვილის პროტესტი ზურაბ აბაშიძის მიერ „რია ნოვოსტისთან“ მიცემულმა ინტერვიუმ გამოიწვია, სადაც იგი აცხადებს, რომ საქართველო აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დიალოგის ახალ შესაძლებლობებს განიხილავს და მოხარული იქნება, თუ რუსეთი მათთან პრდაპირ კონტაქტს შეუწყობს ხელს.
ლაშა ჯაფარიძე
მასალის გამოყენების პირობები






