ეს არის რუსული გეგმის ნაწილი, რომ გაუქმდეს ჟენევის ფორმატი - ზალკალიანი აბაშიძის განცხადებაზე
პოლიტიკა - 14:02, 24 Feb, 2015     1368

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ზალკალიანი შემაშფოთებელს უწოდებს ზურაბ აბაშიძის განცხადებას, სადაც საუბარია, რომ აფხაზეთთან და ოსეთთან დიალოგი რუსეთის მონაწილეობით უნდა მოხდეს.

მისი თქმით, ჰუმანიტარულ საკითხებზე მოსკოვის ხელშეწყობით სოხუმთან და ცხინვალთან საუბარი ჟენეის მოლაპარაკებებს საფრთხეს უქმნის.

„ვფიქრობ, რომ ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილი. აშკარაა და მკაფიოდ ჩანს რუსული გეგმის ნაწილი, რომ მოხდეს ჟენევის ფორმატის დანგრევა. ფაქტიურად ჟენევის მეროე სამუშაო ჯგუფი აზრს კარგავს, რადგან ჰუმანიტარულ საკითხებზე და სხვა მსგავს ურთიერთობებზეა ამ ფორმატში საუბრები. თუ ამას გამოვაცლით ჟენევის ფორმატი ინგრევა, საუბარია ახალ ფორმატებზე, რომელიც შემაშფოთებელი ტენდენციაა და ვფიქრობ, ამაზე პოზიცია უნდა დააფიქსიროს საგარეო უწყებამ“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ზურაბ აბაშიძე, „რია ნოვისტისთან“ მიცემულ ინტერვიუში აცხდებს, რომ საქართველო, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დიალოგის ახალ შესაძლებლობებს განიხილავს და მოხარული იქნება, თუკი რუსეთი მათთან პირდაპირ კონტაქტს შეუწყობს ხელს.

"თუკი დიალოგი დაიწყება და რუსეთი ამ საკითხს ხელს შეუწყობს, მზად ვართ სტატუსთან დაკავშირებული საკითხები გვერდზე გადავდოთ, დისკუსია კი, ისეთ კონკრეტულ საკითხებზე გავმართოთ, როგორიცაა ჰუმანიტარული, ეკონომიკური, ჯანდაცვისა და განათლების საკითხები. მოდით, გავმიჯნოთ ერთმანეთისგან წითელი ხაზი და ადამიანური პრობლემები" - განაცხადა აბაშიძემ.


ნინი კაციტაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42