ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ნინო გოგუაძე აცხადებს, რომ უმრავლესობა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურას ჩააგდებს.
მისი თქმით, გვენეტაძის კანდიდატურის ჩაგდება „ნაციონალური მოძრაობის“ და ხელისუფლების საერთო ინტერესებს წარმოადგენს.
„ნინო გვეტენაძის კანდიდატურა ჩავარდება. ეს კი „ნაციონალური მოძრაობის“ და ხელისუფლების საერთო ინტერესებს წარმოადგენს, რადგან საბოლოო ჯამში, „ნაციონალური ოცნების“ ალიანსს მივიღებთ. თუკი პარლამენტი კონსტანტინე კუბლაშვილის შემცვლელს არ დაამტკიცებს, მაშინ სასამართლო ხელისუფლებას ზაზა მეიშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც ყველას კარგად ახსოვს, „ნაციონალების“ შეკვეთებს როგორ ასრულებდა“, - დასძინა გოგუაძემ.
შეგახსენებთ, რომ დეპუტატების სიმცირის გამო საქართველოს პარლამენტის იურდიულ საკითხთა კომტეტის სხდომა გუშინ ორჯერ ჩაიშალა. კერძოდ ზაქარია ქუცნაშვილისა და კარლო კოპალიანის სხდომაზე არ გამოცხადება გამო.
ნოე რამიშვილი
მასალის გამოყენების პირობები






