5000 მასწავლებელს გათავისუფლება ემუქრება - სტაგნაცია განათლების სისტემაში - ენმ-ს განცხადება
პოლიტიკა - 12:59, 24 Feb, 2015     2983
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის მიერ დამტკიცებულ პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ სქემით საფრთხის წინაშე დგება მასწავლებლების პროფესიული განვითარების საკითხი, ასევე მათი სტატუსის დასადგენად არ იარსებებს კომპეტენტური ინსტიტუცია, რამაც შესაძლოე კორუფციის და ნეპოტიზმის საფრთხე გააჩინოს.

„მოცემული დადგენილება პრობლემებს ქმნის რამდენიმე მიმართულებით. ერთ-ერთი მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ 2015-2016 სასწავლო წელი განსაზღვრულია მასწავლებლის შეფასების სისტემის პილოტირების წლად. ანუ, სქემის პირველი შედეგები დაიდება რეალურად მხოლოდ 2016-2017 წლის ბოლოსთვის, 2017-2018 წელს.

აქედან გამომდინარე, მასწავლებელთა კარიერული წინსვლა და ფინანსური მდგომარეობა ორი წლით არის გადადებული. რაც ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ ერთი საარჩევნო ციკლის განმავლობაში სკოლაში ვერანაირი რეფორმა ვერ განახორციელა.

შეშფოთებას იწვევს მასწავლებელთა შეფასების სტრატეგია.

მასწავლებლის სტატუსს ანიჭებს არა დამოკიდებული, ნეიტრალური ინსტიტუცია, არამედ დირექტორის მიერ ჩამოყალიბებული ბიუროკრატიული ჯგუფი, რომლის წევრების კომპეტენცია ცხადად არაა განსაზღვრული და ქმნის შესაძლებლობას, რომ შეფასების ჯგუფში აღმოჩნდნენ მასწავლებლები, რომლებსაც წინა წლებში მასწავლებლის სერტიფიკატი არ, ან ვერ აუღიათ.

აქედან გამომდინარე, დირექტორის მიერ შერჩეული ჯგუფების შეფასებისას იზრდება სუბიექტური ფაქტორები, რაც შექმნის კორუფციისა და ნეპოტიზმის საფრთხეს;

სკოლაში იქმნება არაკოლეგიალური, კონფლიქტური გარემო.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დღეისთვის საქართველოში არსებული 2084 სკოლიდან 978 სკოლას არ ყავს შესაბამისი წესით არჩეული დირექტორი.

შეფასები არ არის ორიენტირებული მოსწავლეზე, რადგან მასწავლებლის შეფასებისას გათვალისწინებული არ არის მოსწავლის შედეგი, როგორც განმსაზღვრელი კრიტერიუმი.

რაც შეეხება თავად სქემას:

სქემის შედგენით, განათლების სამინისტრო და მთავრობა ეუბნება სასკოლო საზოგადოებას, რომ დღეს სკოლაში არ არსებობს არცერთი ადამიანი, რომელიც იმსახურებს მათ მიერ აღიარებულ უმაღლეს სტატუსს, ხოლო მესამე საფეხურის სტატუსს შეესაბამება მხოლოდ 100 მასწავლებელი.

სქემა არ ითვალისწინებს იმ ადამიანებს, ვისაც აღებული აქვთ სერთიფიკატი და ამჟამად არ არიან მოქმედი პედაგოგები. სქემა უუფლებოდ ტოვებს 2500 სერტიფიცირებულ მასწავლებელს, მათ შორის 1000 ლარიან ყოფილ მასწავლებლებს. შესაბამისად, სქემაში არ არის გაწერილი, თუ როგორ უნდა მოხდეს პროფესიის დაწყება.

სქემის მიხედვით წელს იგეგმება დაახლოებით 5000 მასწავლებლის განთავისუფლება, რადგან ამჟამად არის 65000 მოქმედი მასწავლებელი, ხოლო ბიუჯეტი გათვლილია მხოლოდ 60100 პედაგოგზე.

სქემა ისე არის აგებული, რომ წარმატებული უფროსი მასწავლებელი დოქტორის ხარისხის გარეშე ვერ მიაღწევს შემდგომ ორ უმაღლეს კატეგორიას. მასწავლებელი, რომელიც კვირაში ატარებს 18 საათს, ზრუნავს უფროსი მასწავლებლის სტატუსის შენარჩუნებაზე, ფიზიკურად ვერ შეძლებს, რომ პარალელურად სრულფასოვნად ისწავლოს დოქტორანტურაში და დაიცვას სადოქტორო.

მთავრობის ეს დადგენილება შეიძლება შეფასდეს, როგორც სასკოლო განათლების რეფორმის სტაგნაციის დამადასტურებელი საბუთი. გარკვეული მიმართულებით კი, ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი.“ - ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



ლაშა ჯაფარიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42