2-3 კვირაში ინფლაცია დაიწყება
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:45, 24 Feb, 2015     18354
ნავთობი, დენი და გაზი, ფქვილი, პირველი რიგის სასიცოცხლო მოხმარების იმპორტირებული პროდუქტი - ამ ყველაფერზე ფასი ლარის მორიგი გაუფასურების შემთხვევაში აუცილებლად გაიზრდება, რაც ავტომატურად სხვა პროდუქტის ღირებულებას გაზრდის. ლარი კი დაცემას ისევ აგრძელებს, კურსის სტაბილურობისთვის არც ეროვნული ბანკი და არც მთავრობა, პრაქტიკულად, არაფერს აკეთებს. შესაბამისად, უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში ინფლაცია გარდაუვალი იქნება.

ეროვნული ვალუტა ისევ ეცემა, ერთი დოლარი ოფიციალურად უკვე 2,19 ლარი ღირს. ლარის დაცემის ფონზე არაბრენდირებულ ნავთომგასამართ სადგურებზე ბენზინი და დიზელი უკვე 5 თეთრით გაძვირდა. ეს ნიშნავს, რომ საწვავის მსხვილმა შემომტანებმა საბითუმო ღირებულება გაზარდეს. ლარის კიდევ უფრო დაცემის შემთხვევაში საწვავს უკვე ბრენდირებულებიც გაზრდიან.

ამ ეტაპზე დენის და გაზის ტარიფის შეცვლის მოთხოვნით სემეკში არცერთი განცხადება არ შესულა, თუმდა მომავალში გამორიცხული არაფერია. ამ ეტაპზე კომპანიებში ირწმუნებიან, რომ ტარიფის გაზრდა არ იგეგმება, მაგრამ სპეციალისტების ვარაუდით, დოლართან მიმართებაში ლარის კურსის გაუფასურების გამო ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფების გაძვირება გარდაუვალი იქნება.

იმის გამო, რომ ქვეყანა იმპორტზეა დამოკიდებული, უცხოური პროდუქტის ფორმირება კი დოლარში ხდება, ბუნებრივია ლარის დევალვაცია ფასის ზრდას გამოიწვევს.

ეკონომიკის ექსპერტის, გია ხუხაშვილის განცხადებით, მთავრობა ვერ შეძლებს ენერგოკომპანიებს ტარიფების გაძვირებაზე უარი ათქმევინოს, რადგამ შესაძლოა კომპანიებმა გარკვეული პერიოდით ტარიფის ზრდა შეაჩერონ, მაგრამ მუდმივად წაგებაზე არ იმუშავებენ.

ხუხაშვილის თქმით ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა ეროვნული ვალუტის დევალვაცია ინფლაციას ბუნებრივად გამოიწვევს.

„ლარის გაუფასურების ცუდ შედეგს უკვე რამდენიმე დღეში, დაახლოებით ერთ თვეში ვნახავთ. ამ დროს გაიზრდება სოციალური რისკი, ხელისუფლებას დასჭირდება ამ სოციალური რისკის დაზღვევა და სჯობს, რომ ამაზე დროზე იფიქროს, რათა არ მიიღოს ძალიან მაღალი პოლიტიკური ტემპერატურა“- აცხადებს ხუხაშვილი.

ლარის დევალვაციის ფონზე პროდუქციის გაძვირებას გარდაუვალს უწოდებს ექსპერტი სოსოს არჩვაძეც. მისი აზრით იმის გამო, რომ საქართველო დიდად არის დამოკიდებული იმპორტზე, (მათ შორის, პირველი რიგის სასიცოცხლო მოხმარების პროდუქციის მხრივ ) ლარის ვარდნა გამოიწვევს პროდუქციის გაძვირებას.


წყარო „რეზონანსი“

ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42