მზად ვართ, სტატუსთან დაკავშირებული საკითხები გვერდზე გადავდოთ, თუკი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დიალოგი დაიწყება - ზურაბ აბაშიძე
პოლიტიკა - 11:56, 24 Feb, 2015     2275

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე, „რია ნოვისტისთან“ მიცემულ ინტერვიუში აცხდებს, რომ საქართველო, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დიალოგის ახალ შესაძლებლობებს განიხილავს და მოხარული იქნება, თუკი რუსეთი მათთან პირდაპირ კონტაქტს შეუწყობს ხელს.

"თუკი დიალოგი დაიწყება და რუსეთი ამ საკითხს ხელს შეუწყობს, მზად ვართ სტატუსთან დაკავშირებული საკითხები გვერდზე გადავდოთ, დისკუსია კი, ისეთ კონკრეტულ საკითხებზე გავმართოთ, როგორიცაა ჰუმანიტარული, ეკონომიკური, ჯანდაცვისა და განათლების საკითხები. მოდით, გავმიჯნოთ ერთმანეთისგან წითელი ხაზი და ადამიანური პრობლემები" - განაცხადა აბაშიძემ.

ცოტა ხნის წინ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ აუცილებელია თბილისმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი პოლიტიკური დიალოგი დაიწყოს. ამავე დროს, პუტინმა დასძინა, რომ მოსკოვი მზად არის ამაში თავისი წვლილი შეიტანოს.

„თუკი მოსკოვი, დიალოგის ხელშეწყობით ნამდვილად არის დაინტერესებული, ამას მალე დავინახავთ“- აღნიშნა აბაშიძემ თან დასძინა, რომ საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობის მოგვარების, მხოლოდ მშიდობიან გზას განიხილავს.

შეგახსენებთ, რუსეთ-საქართველოს დიალოგის ორი სახე არსებობს - ჟენევის დისკუსიები და აბაშიძე-კარასინის სისტემატიური შეხვედრები, პრაღაში.

პრაღაში, აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა, 26 თებერვალს არის დაგეგმილი.


ხატია ლაღიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42