„ახალი ეკონომიკური რეალობა“ რუსულად
პოლიტიკა - 11:45, 24 Feb, 2015     1626
ალექსანდრე ანდრონიკაშვილი- არასამთავრობო ორგანიზაცია "მოძრაობა დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის"

ფსიქლოგების თანახმად, გადაულახავი წინააღმდეგობის წარმოქმნის დროს რეალობის უარყოფა ადამიანის პირველი ინსტიქტური ქმედებაა, რასაც ბრაზი და დეპრესია მოჰყვება.

ეკონიმიკური სანქციების და ნავთობის დაბალი ფასის ფონზე დღეისათვის რუსეთის ხელისუფლება და საზოგადოების გარკვეული ნაწილი სწორედ რეალობის უარყოფის სტადიაში იმყოფებიან.

ეკონომიკური დანაკარგების მიუხევდავად რუსეთი ხაზს უსვამს, რომ მასთან სანქციების და ულტიმატუმების ენით ლაპარაკი შედეგს ვერ მოიტანს. პუტინის ხელისუფლება პროპაგანდისტულ კამპანიასაც აწარმოებს რათა მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ არსებული მდგომარეობა არა მისი მოქმედების, არამედ – რუსეთის სახელმწიფოს და ხალხის წინააღმდეგ აშშ-ის შეთქმულების შედეგია. ფედერალურ სატელევიზიო არხებზე აიკრძალა სიტყვა „კრიზისის“ ხსენება და ნაცვლად ამისა გამოიყენება ტერმინი „ახალი ეკონომიკური რეალობა“. პროპაგანდის შედეგად რუსეთის ხელისუფლება გარკვეულ შედეგებს აღწევს თუმცა, სოციოლოგების ვარაუდით ეკონომიკური ვითარების გაუარესების ფონზე ეს სტრატეგია დიდი ხნის განმავლობაში ვერ იმუშავებს.

რუსეთის მოსახლეობაზე განსაკუთრებით უარყოფით გავლენას უკასკნელი 6 თვის განმავლობაში საკვები პროდუქტების მუდმივად მზარდი ფასი ახდენს. ინფლაციის მაღალი მაჩვნებელის შედეგად ყველა ძირითადი საკვები პროდუქტის ფასი 50-100% ან კიდევ უფროი მეტით გაიზარდა. ათეულობით პროდუქტის სახეობა კი ბაზრიდან საერთოდ გაქრა.

რუსეთის ფედერაციის სტატისტიკის სამსახურის მიხედვით, რუსეთის საშუალო სტატისტიკური მოქალაქე (საშუალო შემოსავლად განსაზღვრულია დაახლოებით 30 000 რუბლი რაც დღევანდელი კურსით 470 აშშ დოლარია) საკუთარი შემოსავლის 1/3-ზე მეტს საკვებ პროდუქტებში ხარჯავს. შესაბამისად, წარმოუდგენელია, რომ შექმნილი ვითარება მოსახლეობის განწყობებზე არ აისახოს.

თუმცა, პროპაგანდის გამო გარკვეულ შემთხვევებში რეალობის უარყოფას ადგილი აქვს მოსახლეობის მხრიდანაც. დაუჯერებელია, მაგრამ რუსული არასამთავრობო ორგანიზაციის Levada Center-ის მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში რესპოდენტთა 30%-მა დასმულ კითხვაზე გაიზარდა თუ არა საკვები პროდუქტების ღირებულება, უარყოფითი პასუხი გასცა. აღსანიშნავია, რომ რესპოდენტების ეს ნაწილი საკუთარ არგუმენტაციაში იმ ძირითად გზავნილებს იმეორებდა რაც ფედერალური საინფორმაციო საშუალებებით ჟღერდება.

რეალობის უარყოფის მცდელობის მიუხედავად, თავად რუსულ პრესაში პერიოდულად ჩნდება ისეთი სტატიები, რომლებიც ნათლად ასახავს კრემლის მოლოდინებს. მოსკოვი განსაკუთრებულ საფრთხეს ნავთობზე ფასის შემცირებაში ხედავს, რადგან აღნიშნული არამხოლოდ შემოსავლების შემცირებას, არამედ ინფლაციის მაჩვენებლის ზრდას იწვევს.

რუსულ პრესას განსაკუთრებით ისტერიული შეფასებები აქვს აშშ-ის მიერ შექმნილი ნავთობის სტრატეგიულ რეზრვებზე საუბრის დროს. აშშ სტრატეგიულმა რეზრვებმა მიმდინარე წელს რეკორდულ მაჩვენებელს 691 მილიონ ბარელს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ აშშ მაქსიმუმ 727 მილიონი ბარელის შენახვა შეუძლია, უახლოეს მომავალში გამორიცხული არ არის, რომ ვაშინგტონმა სტრატეგიული რეზრვების გარკვეული ნაწილი ბაზარზე გაიტანოს, რაც ფასის მყისიერ ვარდნას განაპირობებს.

სწორედ ამიტომ, რუსული პრესა აშშ-ის მიერ შექმნილ სტრატეგიულ რეზერვს მასობრივი ეკონომიკური განადგურების იარაღად მოიხსენიებს, რომლის გამოყენებისთვისაც ვაშინგტონი შესაბამის დროს ელოდება. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სტრატეგიულ რეზერვებში არსებული ნავთობის საშუალო თვითღირებულება ბარელზე დაახლოებით 28.42 აშშ დოლარია, შესაბამისად მისი დაბალ ფასში რეალიზების შესაძლებლობა კიდევ უფრო იზრდება.

წყარო:http://movineu.ge/?p=7686





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42