ვთვლით, რომ "თავისუფალი დემოკრატების" თანამდებობიდან წასვლის საკითხი არ უნდა დაგვესვა "
პოლიტიკა - 09:50, 24 Feb, 2015     1813

ხორვატიის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეების თანამდებობების დატოვებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, სამივე დეპუტატი კომიტეტის კარგი თავმჯდომარე იყო.

„ჩემი სამივე კოლეგა მუშაობდა თავის თანამდებობაზე. ბატონი ვიქტორი ახლა აქ უნდა იდგეს, რადგან დელეგაციის შემადგენლობაში იყო და მან სამწუხაროდ, უარი თქვა წამოსვლაზე. სამივე მათგანი იყო კომიტეტის ძალიან კარგი თავმჯდომარე. ისინი კარგად უძღვებოდნენ თავიანთ საქმეს. ვისურვებდი, რომ ისინი დარჩენილიყვნენ თავიანთ თანამდებობებზე. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ პარლამენტი არ არის მთავრობა, იმ აზრით, რომ პარლამენტი არ არის ყოველთვის ერთი პოლიტიკური ძალის ან ერთი კოალიციის წარმომადგენლების ასპარეზი. მთავრობაში ერთი პოლიტიკური ძალის, ერთი კოალიციის წევრები არიან თანამდებობებზე, მაშინ, როდესაც პარლამენტში ყველა თანამდებობა არ არის დაკავშირებული ადამიანების პოლიტიკურ შეხედულებებთან“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, უმრავლესობის შიგნით თვლიდნენ, რომ მათ საკითხი არ უნდა დაესვათ ისე, რომ "თავისუფალი დემოკრატები" თანამდებობიდან წასულიყნენ.

„რაც შეეხება კომიტეტების თავმჯდომარეებს, მათი გადაყენების თაობაზე იყო გარკვეული კითხვები, მოსაზრებები, მაგრამ არანაირი სერიოზული მსჯელობა არ გამართულა არც პოლიტსაბჭოზე, არც უმრავლესობის შიგნით. "მოთელვით" მსჯელობებში, მეც და უმრავლესობის ძალიან ბევრი წარმომადგენელი ვთვლიდით, რომ ჩვენ საკითხი არ უნდა დაგვესვა ისე, რომ ისინი წასულიყვნენ თანამდებობიდან. კომიტეტის თავმჯდომარის საქმიანობა იზომება მისი ქმედების და საქმის ავ-კარგიანობით და არა პოლიტიკური კუთვნილებით.

როგორც ჩანს, კოლეგებმა მიიღეს სხვა გადაწყვეტილება. შესაძლოა, ასეთ შემთხვევაში მათი პოლიტიკური საქმიანობა უფრო თავისუფალი და ეფექტური იყოს. მე მათ წარმატებებს ვუსურვებ იმ ასპარეზზე, სადაც მეტ ენერგიას დახარჯავენ. ისინი რჩებიან პარლამენტში და მე პირადად ვაგრძელებ მათთან ისეთივე ურთიერთობას, რაც მქონდა წლების განმავლობაში“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42