,,ჩამოალაბორანტებენ“ თუ არა ნოდარ ხადურს - მინისტრმა შესაძლოა პოსტი დატოვოს
პოლიტიკა - 21:40, 23 Feb, 2015     3768
ლარის დევალვაცია, ეკონომიკურ ვარდნა... მოსალოდნელი ფასების მატება და ენერგოტარიფების შესაძლო გაზრდა... ეს დღევანდელი საქართველოს რეალობაა, რომლის წინაშეც მოსახლეობა აღმოჩნდა. რას აპირებს მთავრობა, გაცემული დაპირებების ფონზე და ვინაა პასუხისმგებელი ქვეყნის ეკონომიკურ კრიზისზე.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი ჯავახიშვილი თანამდებობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ბრძანებაშია ნათქვამი, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

უკავშირდება თუ არა მინისტრის მოადგილიდ გათავისუფლება ქვეყანაში შექმინილ ძმიმე ეკონომიკურ ვითარებას და ლარის დევალვაციას, ეს უცნობია. თუმცა ისიც ფაქტია, რომ პრეზიდენტმა ცესკოს წევრების წარდგენისას ერთ-ერთი სწორედ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი ჯავახიშვილი დაასახელა. მისი გადადგომა სწორედ პარლამენტში ცესკოს წევრების დამტკიცებას უკავშირდება.

უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით უახლოეს დღეებში არ არის გამორიცხული თანამდებობა ნოდარ ხადურმა დატოვოს. ფინანსთა მინისტრის გადადგომა კი, არსებული ინფორმაციით, ნამდვილად უკავშირდება მძიმე ეკონომიკურ ფონს.

მთავრობა შექმნილ ვითარებას საერთაშორისო ფაქტორებით ხსნის. რაც შეეხება ,,ქამრების შემოჭერას“ როგორც ერთ-ერთ გამოსავალს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაში, საჯარო მოხელეთა ხელფასის შემცირება არ იგულისხმება. მისი თქმით, არსებობს უამრავი სხვა ადმინისტრაციული ხარჯიც. ,,რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, დაზუსტებაზე ვმუშაობთ" - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

,,ეს არის საგარეო ეკონომიკური შოკი“ - ასე აფასებს ეკონომიკის მინისტრი შექმნილ ვითარებას და ამბობს, რომ სიტუაციის დასტაბილიზებას 2-3 თვეში ელოდება. კვირიკაშვილი რამდენიმე მიზეზს ასახელებს, რომელთა შორის ერთ-ერთი მთავარი საგარეო ფაქტორებია, მათ შორის უკრაინის მოვლენები. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, კვირიკაშვილი ამბობს, რომ ის იღებს თავის წილ სუბიექტურ პასუხისმგებლობას, რაც მასზეა დამოკიდებული.

ექსპერტები აცხადებენ, რომ პროცესი დღეს არ დაწყებულა და ეს 2012 წლის ბოლოდან მიმდინარეობს. რაც შეეხება ქამრების შემოჭერას, ისინი თვლიან, რომ ეს დაგვიანებულია. ,,ნიუპოსტთან“ საუბარში ექსპერტი ბესიკ ალადაშვილი ამბობს, რომ ეს გაცილებით ადრე უნდა მომხდარიყო. ალადაშვილი მთავრობის ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ხედავს. რაც შეეხება ეკონომიკური გუნდის პასუხისმგებლობის საკითხს, ექსპერტი მიიჩნევს, რომ პასუხისმგებლობა უნდა გაიყოს კოლეგიალურად ეროვნულმა ბანკმაც, ფინანსთა სამინისტრომაც თავისი ხარჯებით. ალადაშვილი მიიჩნევს, რომ მთავარი ვინმეს გადადგომა კი არა, არამედ ისაა, თუ ვინ რა რეცეპტს დადებს პრობლემის აღმოსაფრხვრელად. ,,როდესაც ეკონომიკური გუნდის განცხადებებს ვუსმენ, თითქოს თვითდამშვიდებას არიან მიცემული. შეხედეთ თბილისის ქუჩებს საშინელებაა“ - აცხადებს ალადაშვილი.

ვითარების გამოსწორების რაციონალურ გეგმას ელოდება ექსპერტი ლევან კალანდაძე, რომელიც ,,ნიუპოსტთან“ საუბარში აცხადებს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, თუ ის ფორმალური ხასიათის იქნება, ეფექტს ვერ მოიტანს, მათ შორის ქამრების შემოჭერა. რაც შეეხება მინისტრთა პასუხისმგებლობის საკითხს, კალანდაძე მიიჩნევს, რომ სასურველია დაველოდოთ მთავრობის რაციონალური მოსაზრების წარმოდგენას, თუკი პროექტი არარეალური იქნება, მაშინ ნამდვილად დადგება საკადრო ცვლილებების საკითხი.

,,თუ ხელისუფლება რაციონალურ მოსაზრებას წარმოადგენს მივცეთ საშუალება, რომ ის დაშვებული შეცდომები გამოასწოროს. თუ წარმოდგენილი პროექტი არაეალისტური იქნება, იმ გამოწვევის რაც არის, ბუნებრივია, უნდა ვიფიქროთ საკადრო ცვლილებებზე“ - აცხადებს ლევან კალანდაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42