უმრავლესობის სხდომა, სადაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს ნინო გვენეტაძეს უსმენენ, ზაქარია ქუცნაშვილმა დატოვა.
ამის მიზეზად დეპუტატმა თქვა, რომ კოლეგებისთვის უხერხულობის შექმნა არ სურს.
„განხილვაში მონაწილეობას არ მივიღებ, რადგან ჩემმა კოლეგებმა თავი შებოჭილად არ იგრძნონ და ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო. აშკარად ინტერსთა კონფლიქტია“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.
თბილისშის პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა მიმდინარეობს. ფრაქციის სხდომაზე, რომელიც მედიისთვის დახურულია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს უსმენენ.
როგორც ცნობილია, შეხვედრაზე ასევე განიხილება თუ ვინ ჩაანაცვლებენ კომიტეტების თავმჯდომარის პოსტზე „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებს.
შეგახსენებთ, თანამდებობები დატოვეს "თავისუფალი დემოკრატების" წევრებმა, კერძოდ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯომარე დავით ონოფრიშვილმა, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ცაგარეიშვილი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ. ისინი აცხადებენ, რომ ოპონირების აქტიური რეჟიმზე.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






