რეზო ამაშუკელი „კვირის ქრონიკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში, კონკრეტულად ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდს კი გადატრიალების დაგეგმვაში ადანაშაულებს:
„გვარზეც სულ მაქვს განცდა, რომ „დაგვიყვანა ნულამდე“ .... რომ ჩამოეთრა აქა, ჯერ სახეზე შეხედეთ ვინ არის ეგ? სად ჩამოვიდა? ოთხი ათასი წლის ცივილიზაციის ქვეყანაში ჩამობრძანდა, თუ თავის საკუთარი კურდღლების ლაბორატორიაში? რატომ ვეძახით ამ ამერიკელებს ჩვენს მეგობრებს და ახლო პარტნიორებს, თუ მათი უმაღლესი სახელმწიფო პირი ჩამოდის და გეგმავს გადატრიალებას, სისხლისღვრასა და ათას უბედურებას?“- აცხადებს რეზო ამაშუკელი და საქართველოსთან ერთად ამერიკას უკრაინის დაშანტაჟებაშიც ადანაშაულებს, მისი კრიტიკის ობიექტი უკრაინის პრეზიდენტიც გახდა:
„ვინ გდია პოროშენკო? მინდა ვკითხო უკრაინელებს თავმოყვარეობის ნატამალი გაგაჩნიათ საერთოდ? ვის იხუტებთ გულში? ამერიკელების შანტაჟით ხომ ხედავთ, რა მოგიწყვეს? აღარა გაქვთ სამშობლო. ვის იხუტებთ? ლაწირაკებს, ტვინგამოცვლილ ნაბიჭვრებს, რომლებსაც არც ეროვნება აქვთ, არც სისხლი, არც განათლება და რაც მთავარია, არც თავმოყვარეობა? მაგათ იციან მხოლოდ შანტაჟი, ტყუილი, სისხლი, ცილისწამება, ფულის შოვნა და მაკკეინების მონური სამსახური. ისე, ეტყობა მაგ მაკკეინისგან სააკაშვილი მაკედ არის, იმხელა მუცელი ედო. თქვენ გინდათ, რომ მსოფლიო მოატყუოთ, ვითომ რეფორმები უნდა ჩაატაროთ?“- აღნიშნავს ამაშუკელი.
რეზი ამაშუკელი თბილისში „მაიდნის“ მოვლენების გამეორების საფრთხეზეც საუბრობს:
„სამშობლო მეღუპება მე, რადგანაც აქ უნდათ მეორე „მაიდანის“ მოწყობა და ამიტომ ხმამაღლა ვიტყვი: ეგ ნაბოზრების ქმრები არიან, ნაბოზრების! და ზოგიერთი კი ბოზის შვილია და ზუსტად ვიცი , რასაც ვლაპარაკობ...“ აცხადებს ამაშუკელი.
წყარო "კვირის ქრონიკა"
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






