დავით კირკიტაძე განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 17:00, 23 Feb, 2015     1808

ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი მის მიმართ ბრალის წაყენებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ის „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, ხელისუფლება პოლიტიკურ რეპრესიებს აგრძელებს.

„რუსი ოლიგაქრის დავალებით, პოლიტიკურ იარაღად გადაქცეულმა სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ბრალი წამიყენა სახელმწიფოს მიერ ინვესტორთან აღებული ვალდებულების შესრულებისა და ბიზნესის დახმარებისათვის.

იმის ნაცვლად რომ ხელისუფლებამ იზრუნოს ხალხის დასაქმებაზე, დაეხმაროს ბიზნესს და გამოიყენოს მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება, კვლავ აგრძელებს პოლიტიკურ რეპრესიებს, რითაც ქვეყანას წარსულში აბრუნებენ.

მიუხედავად იმისა რომ მე ყოველთვის მზად ვიყავი გამეცა პასუხი ყველა კითხვაზე, საგამოძიებო სტრუქტურებს ჩემთვის 2015 წლის 10 თებერვლამდე არ მოუმართავთ. ანუ იქამდე, ვიდრე რუსმა ოლიგარქმა, რომელსაც ოფიციალურად არავითარი კავშირი არ უნდა ჰქონდეს ხელისუფლებასთან, ღიად არ მისცა დავალება პროკურატურას თებერვლიდან ე.წ. სამართლიანობის აღდგენის გაგრძელების, ე.ი. რეპრესიების ახალი ტალღის შესახებ.

2015 წლის 4 იანვარს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით დროებით დავტოვე ქვეყანა და გავემგზავრე ამერის შეერთებულ შტატებში სასწავლებლად.

სწავლის კურსს ვამთავრებ 2015 წლის 10 ივლისს და მზად ვარ ამის შემდეგ ჩამოვიდე საქართველოში და გავცე პასუხი ყველა იმ აბსურდულ ბრალდებას, რომელიც გაზპრომის აქციონერის მითითებით შეთითხნეს.

ვურჩევ ხელისუფლებას, პოლიტიკური დევნის ნაცვლად, მიხედოს გაჩერებულ ეკონომიკას, გაუფასურებულ ლარს, შეჩერებულ მშენებლობებსა და გაზრდილ კრიმინალს, რომელმაც უკვე მნიშვნელოვნად დააზარალა საქართველოს მოქალაქეთა დიდი უმრავლესობა“, - წერს კირკიტაძე.

შეგახსენებთ ცოტა ხნის წინ საგამოძიებო სამსახურმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე კირკიტაძე პასუხისგებაში მისცა.


ნინი კაციტაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42